88. მთელი სამუშაო იქაა სადაც ორი გზა არსებობს - 1
გაგონილია ბეშალახის შაბათის მიწურულს (1948 წლის 25 იანვარს)
მთელი სამუშაო იქაა სადაც ორი გზა არსებობს, როგორც ნათქვამია: „იცოცხლე მათში (ჩემს მცნებებში), და ნუ მოკვდები მათში“. მხოლოდ სამ შემთხვევაში აქვს ადამიანს ნაბრძანები რომ მოკვდეს, მაგრამ არ დაარღვიოს მცნება: 1. კერპთაყვანისმცემლობა (ავოდა ზარა – შემქმნელის გარდა რაიმე სხვის, თუნდაც საკუთარი თავის თაყვანისცემა) 2. სისხლისღვრა (შფიხუთ დამიმ) 3. ინცესტი (გილუი არაიოთ – სქესობრივი კავშირი სისხლით ნათესავებს შორის). მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი ხასიდები, შესასრულებელი მცნებებისთვისაც (მიცვოთ ასე) წირავდნენ სიცოცხლეს. (იუდაიზმში 613 მცნება არსებობს– რომელთაგან 248 მცნება–მიცვოთ ასე შესრულებას მოითხოვს, ხოლო დანარჩენი 365 მიცვოთ ალ თასე კი პირიქით, აკრძალვას წარმოადგენს და რაიმეს შესრულებისაგან თავშეკავებას მოითხოვს)
და უნდა ვიცოდეთ, რომ მუშაობასა და ძალისხმევას მხოლოდ მაშინა აქვს ადგილი, როდესაც ადამიანმა თორა უნდა დაიცვას, რადგან სწორედ მაშინ გრძნობს ის, რომ მძიმე, გაუსაძლისი ტვირთი აწევს და მისი სხეული არ ეთანხმება თორის პირობებს.
მაგრამ როდესაც ადამიანი ღირსი ხდება, რომ თორამ ის დაიცვას, მაშინ ვერანაირ სიმძიმეს ვერ გრძნობს შემქმნელისათვის მუშაობაში, იმიტომ რომ თვით თორა იცავს ადამიანს, როგორც ნათქვამია: „ადამიანის სული ასწავლის მას“.