<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ვარდებზე გამარჯვებულს

101. ვარდებზე გამარჯვებულს

გაგონილია 23 ადარს 1 (1943 წლის 28 თებერვალს)

„ვარდებზე გამარჯვებულს. კორახის ძეთა გალობა. მეგობრობის სიმღერის გამგებთ. 

გრძნობს გული ჩემი კეთილ სიტყვებს. ვამბობ მე: ჩემი ნამოქმედარი – მეფეს. ენა ჩემი - კალამია სწრაფად მწერლისა.

უმშვენიერესო ადამის შვილთაგან, ხიბლითაა სავსე შენი ბაგეები…“ (ფსალმუნი 45:2,3).

„გამარჯვებულს“ ნიშნავს იმას, ვინც უკვე დაამარცხა ვარდები (შოშანიმ), ე.ი. მიაღწია წმინდა შხინას გამოცხადებას, შემქმნელის გამოვლენას, რაც გლოვის მდგომარეობიდან ზეიმისა და მხიარულების მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. (სიტყვა „მხიარულება“– სასონ (ששון) - იწერება ასოთი „შინ“ როგორც სიტყვა „ვარდები“ – შოშანიმ (שושנים)). და რადგან ეს მდგომარეობა მრავალ სულიერ ამაღლებას და დაცემას მოიცავს, დაცემებს ეწოდება შოშანიმ (ვარდები) და წარმოსდგება სიტყვა შინაიმ-კბილებისაგან, შესაბამისად გამოთქმისა - „ჩაულეწე მას კბილები". ვინაიდან ადამიანმა პასუხი არ უნდა გასცეს ცოდვილის (ეგოიზმის) კითხვას, არამედ კბილები უნდა ჩაულეწოს მას. ხოლო ეგოიზმზე კბილებში მრავალჯერ დარტყმისას, ადამიანი ვარდების (შოშანიმ) მდგომარეობამდე მიდის, რომელიც ბევრი სახის მხიარულებას (სასონ) მოიცავს და ამიტომ ამას მრავლობით რიცხვში „ვარდებს“ (შოშანიმ) უწოდებენ.

კორახის ძენი - კორახი წარმოდგება სიტყვისაგან კარხა (თმის გაცვენა). სეაროთ – თმები (მხოლობით რიცხვში - სეარა) დაფარვებს ნიშნავს და წარმოდგება სიტყვისაგან სეარა (ქარიშხალი, აღშფოთება). ცნობილია რომ „საზღაური ტანჯვის ზომით განისაზღვრება“. ე.ი. როდესაც ადამიანი გრძნობის ქარიშხალს, აღშფოთებას განიცდის, მაშინ შინაგანი მუშაობის დროა. ხოლო როდესაც ის გამოასწორებს ამ მდგომარეობას, მაშინ ქარიშხალი (სეარა) იცვლება სეარ-ით (თმის ღერი - ისევე იწერება როგორც „კარიბჭე“–შაარ), როგორც ნათქვამია: „ეს არის კარიბჭე (შაარ) შემქმნელისაკენ“.

და როდესაც ადამიანი გამოასწორებს ყველა თავის აღშფოთებას, წინააღმდეგობას სულიერი სამუშაოს მიმართ (სეაროთ) და მის წინაშე უკვე არაფერია დაფარული, მაშინ მას მუშაობის ადგილი აღარ გააჩნია და შესაბამისად გასამრჯელოს მიღების საშუალებაც არ აქვს. გამოდის, რომ როცა ადამიანი კორახის მდგომარეობას აღწევს (კორახი – „თმის“, წინააღმდეგობის უქონლობა), მაშინ მას არ შეუძლია შეინარჩუნოს რწმენა, რომელსაც ეწოდება „კარიბჭე შემქმნელისაკენ".

და თუ კარიბჭე არ არსებობს, შეუძლებელია შემქმნელის ტაძარში შესვლა, რადგან ესაა საფუძველი, იმიტომ რომ რწმენაზეა დაფუძნებული მთელი შენობა. ხოლო „კორახის ძენი“ (ბნეი კორახ, ბანიმ - ძენი) - წარმოდგება სიტყვისაგან ბინა, ჰავანა (სიბრძნე, გაგება), იმიტომ რომ, როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, მას ესმის რომ კორახი მარცხენა ხაზის მდგომარეობას წარმოადგენს, რომლისგანაც ჯოჯოხეთი წარმოიშობა. ამიტომ სურს გააგრძელოს ის მეგობრობა და სიყვარული, რომელიც მას წინა მდგომარეობაში გააჩნდა, მანამ, სანამ დაარღვევდა მას, რაზეც ნათქვამია: „შემქმნელის ხმა გავიგონე და შევკრთი“ (ზოჰარი, ბერეშით 4, 7) (როგორც პასუხობს ადამი ცოდვის ჩადენის შემდეგ). ხოლო იმ ძალით, რომელსაც ადამიანი წარსული მდგომარეობიდან იზიდავს, მას შეუძლია გაუძლოს მდგომარეობებს და საფეხურიდან საფეხურზე ამაღლდეს. ამიტომ ნათქვამია, რომ კორახის ძენი არ დაღუპულან, ვინაიდან მათ გაიგეს (ჰავანა, ბინა), რომ კორახის მდგომარეობაში დარჩენით ვერ შეძლებდნენ სიცოცხლის გაგრძელებას და ამიტომ არ დაიღუპნენ. 

„მეგობრობის სიმღერის გამგებთ“ - იმის გამგებთ, რომ შემქმნელთან მეგობრობის (სიყვარულის) ზომა სრულყოფილი უნდა იყოს.

„გრძნობს გული ჩემი“ - გულში მომხდარი, განცდილი, რომელიც ენით ვერ აღიწერება. ანუ ბაგეს არ შეუძლია გადმოსცეს ის რაც გულში ხდება, არამედ მხოლოდ „ტუჩები ჩურჩულებენ“.

„კეთილი სიტყვა“ (კარგი რამე, კეთილი თვისება) - კარგი რამე რწმენას ეწოდება.

„ვამბობ მე: ჩემი ნამოქმედარი (ნახელავი) მეფეს!“ - როცა ადამიანი რწმენის სინათლეს ღებულობს, ის ამბობს, რომ მისი ნახელავი შემქმნელისთვისაა და არა მისთვის და მაშინ იმსახურებს მდგომარეობას: „ენა ჩემი კალამია სწრაფად მწერლისა“. ე.ი. ის წერილობითი თორის ღირსი გახდა, რომელიც მოსეს ენის საიდუმლოებას წარმოადგენს.

„უმშვენიერესო ადამის შვილთაგან“ (იაფიაფით მი ბნეი ადამ - სიტყვა-სიტყვით: შენი მშვენიერება ადამის შვილთაგანაა) - აქ ლაპარაკია წმინდა შხინაზე, იმაზე, რომ მისი სილამაზე ადამიანებიდან მოდის, ე.ი. იქიდან, რასაც ადამიანები მასზე ფიქრობენ, რომ მასში არაფერია განსაკუთრებული. მაგრამ სწორედ ასეთი მდგომარეობიდან იბადება მისი მშვენიერება.

„ხიბლითაა სავსე შენი ბაგეები“. სიტყვა „ხიბლი“ იხმარება მაშინ, როდესაც რაიმეში აშკარა ღირსებებს ვერ ვხედავთ და მიუხედავად ამისა ეს მაინც გვიზიდავს. მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ მასში რაღაც ხიბლი არსებობს. 

„შენს ბაგეთაგან“ (სიფთოთეიხა) - წარმოდგება სიტყვისაგან სოფ (ბოლო, კიდე) და აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი მთელ სამყაროს კიდით-კიდემდე ხედავს.