<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რას წარმოადგენს ციტრუსოვანი (მშვენიერი) ხის ნაყოფი მუშაობაში

 85. რას წარმოადგენს ციტრუსოვანი (მშვენიერი)

 ხის ნაყოფი მუშაობაში

გაგონილია სუქოთის  პირველ ნახევრად სადღესასწაულო 

 დღეს (1942 წლის 27 სექტემბერს) 

 

დაწერილა: „და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, ხშირფოთლოვანი ხის (მირტის) და მდინარის ტირიფის რტოები“ (თორა, ვაიკრა 23:40).

რა  არის  „დიდებული ხის ნაყოფი“? „ხე“ აღნიშნავს ცადიკს – მართალს, რომელსაც ეწოდება  „ხე ველზე“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). ნაყოფი ხის წარმონაქმნი, მისი პირმშოა, ანუ ცადიკთა– მართალთა ნაყოფი, პირმშო - რაც მათი კეთილი საქმეებია.  ეს კეთილი საქმეები ხის მშვენება უნდა იყოს წლიდან წლამდე, ე.ი. მთელი წლის განმავლობაში: „ექვსი თვე მირონის ზეთში  და ექვსი თვე ნელსაცხებელში“ (როგორც „მეგილათ ესთერშია ნათქვამი). და საკმარისია იმისთვის, ვისაც ესმის.   ხოლო ცოდვილნი არიან როგორც „ნაფშვენი, რომელიც ქარს მიაქვს“.

პალმის რტოები (პალმის მტევნები), ე.ი. (ხელის) ორი მტევანი წარმოადგენს შემქმნელის „სახელის“ (იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი) ორი ასო ჰეი–ს საიდუმლოებას. პირველი ჰეი (ბინა) და ბოლო ჰეი (მალხუთი), რომელთა  მეშვეობითაც „საკმეველით სავსე ოქროს ჭურჭელის“ ღირსი ხდებიან.

ტოტები, მტევნები (ქაფოთ) ძალდატანებას, იძულებას (ქფია) ნიშნავს, როდესაც ადამიანი შემქმნელის ძალაუფლებას იძულებით იღებს თავის თავზე. ე.ი. მაშინაც კი, როდესაც მისი გონება არ ეთანხმება, ის „გონებაზე მაღლა“ მიდის და ამას „იძულებითი შერწყმა“ ეწოდება.

ფინიკის პალმა (თამარ) წარმოდგება სიტყვისაგან შიში (მორა), რაც ძრწოლვას (ირა) აღნიშნავს - როგორც ნათქვამია: „ჰქმნა შემქმნელმა, რომ  მის წინაშე ძრწოდნენ“ (ეკლესიასტი 3:14). და ამიტომ პალმის რტოს „ლულავ“–ი ეწოდება.

მაშასადამე, სანამ ადამიანი შემქმნელთან შერწყმის ღირსი  არ გახდება, მას ორი გული აქვს, რასაც „ლო-ლევ“ (არა აქვს გული) ეწოდება,  ე.ი. მისი გული შემქმენლს არ ეკუთვნის. ხოლო როდესაც თვისება „ლო“–ს (მას) ღირსი ხდება, რაც „გული შემქმნელს“ ნიშნავს, ამას „ლულავ“–ი ეწოდება.

ადამიანმა ასევე უნდა თქვას: „როდის  გახდებიან ჩემი საქმეები მამათა საქმეების ტოლფასი“, რის შედეგადაც ის ღირსი ხდება „წმინდა  წინაპრების (ავოთ) ხის შტო“ გახდეს, რაც „ხშირფოთლოვანი (ავოთ) ხის რტო“–ს საიდუმლოებაა და მირტის (ჰადას) სამ შტოს წარმოადგენს.

მაგრამ ამასთანავე აუცილებელია, რომ ადამიანმა „მდინარის ტირიფთა“ მდგომარეობასაც მიაღწიოს, რომელთაც არც გემო აქვთ და არც სუნი. ასეთმა მუშაობამ ადამიანს სიხარული უნდა მოგვაროს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ის არც გემოს გრძნობს და არც სუნს. მხოლოდ ასეთი სახით მუშობას ეწოდება „შენი ერთიანი სახელის ასოები“, რადგან მისი წყალობით ადამიანი შემქმნელთან სრული ერთობის ღირსი ხდება.