78. თორა, შემქმნელი და ისრაელი ერთია
გაგონილია სივანის თვეს (ივნისი 1943წ.)
„თორა, შემქმნელი და ისრაელი ერთია“.
ამიტომ, როდესაც ადამიანი თორას სწავლობს, ის ვალდებულია „ლიშმა“ - შემქმნელზე გაცემის განზრახვით ისწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სურს რომ თორამ ასწავლოს მას, იმიტომ რომ სიტყვა თორა „მასწავლებელს“ ნიშნავს.
და რამდენადაც „თორა, შემქმნელი და ისრაელი ერთია“, თორა ადამიანს შემქმნელის გზებს ასწავლის, თუ როგორაა ის შემოსილი, დაფარული თორაში.