89. რათა ზოჰარში დაწერილი გავიგოთ
გაგონილია 5 ადარს (1948წლის 15 თებერვალს)
იმისათვის რათა ზოჰარში დაწერილი გავიგოთ, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა დავინახოთ, თუ რისი თქმა სურს ზოჰარს. ხოლო ეს დამოკიდებულია ადამიანის თავგანწირვაზე თორისა და კანონების მიმართ, რომლებიც განწმენდენ, ანუ საკუთარი თავის სიყვარულისაგან გაანთავისუფლებენ ადამიანს. ის ხომ ამის გამო სწავლობს თორას და ასრულებს მცნებებს (სწავლობს, თუ როგორ შეიცნოს შემქმნელი და ალტრუისტური მოქმედებები გააკეთოს). და ამდენად შეუძლია მას გაიგოს წიგნ ზოჰარში ნათქვამი ჭეშმარიტება. სხვაგვარად კი არსებობს უწმინდური ძალები – კლიპოთ (თვით ადამიანის ეგოისტური სურვილები), რომლებიც ფარავენ და ახშობენ ჭეშმარიტებას, რომელიც წიგნ ზოჰარშია.