<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შემქმნელისაგან დალოცვილი ველი

110. შემქმნელისაგან დალოცვილი ველი

გაგონილია 1943 წელს

 

ბერეშით–ში (თორის ხუთწიგნეულის პირველი წიგნი) ნათქვამია: „შემქნელისაგან დალოცვილი ველი“. წმინდა შხინას ველი ეწოდება. ხანდახან ველი (სადე) სიცრუედ (შეკერ) იქცევა. ასო ჰეი (ה) შედგება ორი ასოსაგან: ასო ვავ (ו) და ასო დალეთ (ד). ასო ჰეი-ს შიგნით არსებული ასო ვავ სულს ნიშნავს, ასო დალეთ-ი კი წმინდა შხინას. ხოლო როდესაც სული შხინაშია შემოსილი, ასო ჰეი გამოდის. მაგრამ თუ ადამიანს სურს თავის რწმენას (ცოდნა და მიღება) დაუმატოს, ამით ის ასო ვავ-ს ქვემოთ ე.ი. უწმინდური ძალებისაკენ აგრძელებს, და ასო ჰეი-საგან (ה) ასო კუფ-ს (ק) ვღებულობთ. ხოლო ასო დალეთი (ד) ასო რეიშ–ად (ר) იქცევა.

ასო დალეთი სიღარიბის, სიღატაკის (დალა ვე ანია) აღმნიშვნელია. ეს თვისება არ კმაყოფილდება რწმენით და დამატება სურს. ამიტომ ასო დალეთი ასო რეიშ–ად გარდაიქმნება, როგორც ნათქვამია: „თუნდაც თავის სამეფოში უბადრუკად გაჩნდეს“ (ქოჰელეთი). და სიტყვა „დალ“ (ღარიბი) გადაიქცევა სიტყვად „რაშ“ (უბადრუკი, ბეჩავი), რადგან ავი თვალი შეუშვა თავის როგორც გონებაში, ასევე გულში, რაზეც ნათქვამია: „დაღრღნის მას გარეული ტახი“ (ფსალმუნი 80). და ეს თვალი „დამოკიდებულია“, რადგან ის დანაწილებას უბრუნდება როდესაც უწმინდური ძალა წმინდა ანგელოზად იქცევა.

და ამაშია ნათქვამის აზრი: „მარადიული იქნება შემქმნელის დიდება!“, რადგან ადამიანი მიდის მდგომარეობამდე, როდესაც ის მთლიანად ცარიელდება ყოველგვარი სასიცოცხლო ძალისაგან, მაგრამ ყოველთვის ძლიერდება და მაშინ ის ღირსი ხდება საფეხურის „შემქნელისაგან დალოცვილი ველი“, როდესაც ავი თვალი კეთილად იქცევა.

და ამიტომაც ჰქვია  „დამოკიდებული თვალი“, რადგანაც ეჭვის ქვეშ დგას - იყოს ბოროტი თუ კეთილი. და ამიტომაც უბრუნდება  დანაწილებას, რაზეც ნათქვამია „ერთი მეორის პირისპირ“, როგორც ნათქვამია: „არ ყოფილა უფრო დიდი სიხარული, ვიდრე იმ დღეს, როდესაც ცა და დედამიწა შეიქმნა“.

და ამიტომ ბოლოს და ბოლოს აღსრულდება ნათქვამი: „იქნება შემქმნელი  ერთი და სახელი მისი ერთი“, რაშიც მდგომარეობს შექმნის ჩანაფიქრი. შემქმნელისათვის წარსული და მომავალი ერთია, ტოლია. ამიტომ შემქმნელი ხედავს ქმნილების საბოლოო სახეს, ისეთს, როგორიც ის საბოლოო გამოსწორების დროს იქნება. უსასრულობის სამყარო თავის თავში უკვე მოიცავს ყველა სულს მთელი მათი სრულყოფილებით, რომელსაც ისინი საბოლოო გამოსწორებისას შეიძენენ. მათი სრულყოფილი ფორმა იქ უკვე არსებობს და ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

მაგრამ ქმნილებები გრძნობენ, რომ მათ უნდა დაასრულონ და გამოასწორონ ის რისი დასრულება და გამოსწორებაც აკისრიათ, რასაც ჰქვია: „ის, რაც შემქმნელმა გასაკეთებლად შექმნა“. ე.ი. ნებისმიერი ნაკლოვანება და ბრაზი (როგორც ნათქვამია: „ბრაზიან ადამიანს ხელში არაფერი რჩება თავისი ბრაზის გარდა“) - მიღების სურვილის, ეგოიზმის ჭეშმარიტი, ბუნებრივი ფორმაა, მთელი თავისი უხამსობით. ყველა გამოსწორება კი იმისკენაა მიმართული, რომ ის მიღების განზრახვის მქონე სურვილად აქციოს. და ამაში მდგომარეობს ადამიანის მთელი სამუშაო.

სამყაროს შექმნამდე ხომ ერთიან შემქმნელში იყო  ყველაფერი, როგორც ნათქვამია: „ის და მისი სახელი ერთია“. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი მისგან გამოვიდა,  გარეთ გამოვლინდა და უკვე „მის სახელად“ იწოდება, ისინი მაინც ერთნი არიან. და ამაში მდგომარეობს აზრი ნათქვამის : „ერთი მეორის პირისპირ“.