<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / გეტი და ხელი ერთდროულად

123. გეტი და ხელი ერთდროულად *

ჩემი მამისა და მასწავლებელისაგან გაგონილი მოგონებები

„ქვედა ასო „ჰეი“ ეინაიმ–ში (თვალებში)“, ნიშნავს, რომ იქმნება ეკრანი და დაფარვა, რომელიც ეინაიმს ბინდავს,  თვალები ხომ მხედველობისა და მმართველობის საიდუმლოებას წარმოადგენენ, ე.ი. ადამიანს შეუძლია შემქმნელის დაფარული მმართველობა დაინახოს. 

გამოცდილებასთან დაკავშირებით – ე.ი. ადამიანის არ გააჩნია გადამწყვეტი არგუმენტი არც ერთი და არც მეორე მხრის სასარგებლოდ. ანუ მას არ შეუძლია გაარკვიოს შემქმნელის სურვილი და მასწავლებლის განზრახვა. და თუმცა  ძალა შესწევს ერთგულად, თავგანწირვით იმუშაოს, მაგრამ არ შეუძლია გადაწყვიტოს, მართებულია თუ არა მისი ეს თავგანწირული შრომა, თუ პირიქით, მასწავლებლისა და შემქმნელის ნებას ეწინააღმდეგება.

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანმა ძალისხმევა უნდა გაზარდოს. ე.ი. მან უნდა იმოქმედოს იმ ხაზის თანახმად, რომ ადამიანს მხოლოდ ძალისხმევა აკისრია და სხვა არაფერი. ასეთ შემთხვევაში მას საშუალება აღარ რჩება ეჭვი შეიტანოს თავის ქმედებებში, ფიქრებსა თუ ნათქვამში, არამედ მხოლოდ ძალისხმევა უნდა გაზარდოს.

*„გეტი (განთავისუფლების წერილი) და ხელი ერთდროულად“  – ეს ფრაზა აღწერს სამართლებრივ პარადოქსს, როდესაც ერთი მხრივ მონას გასათავისუფლებლად გეტი – გათავისუფლების წერილი უნდა გადასცენ, ხოლო მეორე მხრივ, სანამ მონა თავისუფალი არაა, მისი ხელი მის ბატონს ეკუთვნის. პარადოქსი წყდება იმით, რომ კანონის ძალაში შემყვანი მოქმედება და მისი ძალაში შესვლა ერთდროულად ხდება. იხილეთ ტრაქტატი „გიტინ“ 77:2.