<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ორი სახის ხორცი

109. ორი სახის ხორცი

გაგონილია 20 ხეშვანს

ჩვეულებრივ ასხვავებენ ორი სახის ხორცს: პირუტყვის და თევზის. ორივეში არსებობს უწმინდურობის ნიშნები. თორა გვაძლევს ამ ნიშნებს, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ მოვერიდოთ მათ და მათში არსებული უწმინდურობის ხელში არ ჩავვარდეთ.

თევზებში სისუფთავის ნიშნებს ფარფლები და ქერცლი წარმოადგენს. და თუ ადამიანი ამ ნიშნებს ხედავს, მან უკვე იცის, როგორ უნდა იფრთხილოს და არ დაეცეს უწმინდურ სურვილებში.

ფარფლი (სნაპირ) სიტყვებისაგან - „სონე-პე-ორ“ (პე - პირი, ორ - სინათლე, სონე - მოძულე, ანუ სინათლის პირის მოძულე). მალხუთს ეწოდება პე (პირი). მთელი სინათლე (ორ) პარცუფში მისგან შემოდის, ის ხომ რწმენას ნიშნავს. 

ხოლო, როდესაც ადამიანი რწმენას აღიქვამს, როგორც რაღაც უმნიშვნელოს, რასაც მტვერის, ნაცრის გემო აქვს, მაშინ ის ნათლად ხედავს, რომ თავისი მოქმედებები უნდა გამოასწოროს. ამას ეწოდება „შხინა ფერფლში“. და უნდა ილოცოს შხინის ფერფლიდან წამოსაყენებლად.

და რას ნიშნავს ქერცლი (ქასქესეთ)? როდესაც ადამიანი გადალახავს  სნაპირის მდგომარეობას, ე.ი. მდგომარეობას, როდესაც საერთოდ არ შეუძლია მუშაობა, მაშინ მასში იბადება ხელის შემშლელი აზრები (ქუშიოთ) უმაღლესი მმართველობის შესახებ, რომელსაც კაშ ეწოდება („კაშ“ – ჩალა, სიტყვისაგან „ქუშია“ - ძნელი კითხვა). და მაშინ ის ეცემა და შემქმნელისათვის მუშაობა აღარ შეუძლია, ხოლო შემდეგ უმკლავდება ამ მდგომარეობას და ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მუშაობას იწყებს. ამის შემდეგ ადამიანს მორიგი ხელის შემშლელი აზრი ებადება შემქმნელის მიერ სამყაროს არასწორი მართვის შესახებ.

გამოდის, რომ მას უკვე აქვს ორი ქაშ, საიდანაც წარმოდგება სიტყვა „ქერცლი“ (ქას-ქესეთ - ასოები შინ და სინ ურთიერთჩანაცვლებადია). და ასე ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ცოდნაზე ამაღლებული რწმენით გადალახავს ცუდ აზრებს შემქმნელის  მმართველობაზე, ის მაღლდება, ხოლო შემდეგ ეცემა. და მაშინ ის ხედავს, რომ არ შეუძლია ამდენი დაბრკოლების გადალახვა და სხვა გამოსავალი არა აქვს გარდა იმისა, რომ შემქმნელს მოუხმოს, რაზეც ნათქვამია: „კვნესა აღმოხდა ისრაელის შვილებს მუშაობისაგან, და შეისმინა მათი ვედრება შემქმნელმა და გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან“, ე.ი. იხსნა ისინი ტანჯვისაგან.

ცნობილია ბრძენთაგან: „ყველა ამპარტავანს, თქვა შემქმნელმა, მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“, რადგან ისინი ერთიმეორის საპირისპირო არიან. ადამიანი ხომ ორი: შინაგანი და გარეგანი სხეულისაგან შედგება.

შინაგან სხეულში სულიერი სიამოვნება, სულიერი საციცოცხლო ძალა იმოსება, ე.ი. რწმენა და გაცემა, რომელსაც მოხა–ს (გონი) და ლიბა–ს (გული) უწოდებენ.

გარეგან სხეულში კი მატერიალური სიამოვნება, მატერიალური სასიცოცხლო ძალა იმოსება, რომელსაც ცოდნა და მიღება ჰქვია.

გარე და შიგა სხეულებს შორის არის შუა სხეული, რომელსაც თავისი სახელი არ გააჩნია, მაგრამ თუ  ადამიანი კეთილ საქმეებს, ე.ი. გაცემის მოქმედებებს აკეთებს, მისი შუა სხეული შინაგან სხეულს უერთდება, მიეკვრება. ხოლო როდესაც ადამიანი ცუდ, ე.ი. მიღების მოქმედებებს აკეთებს, მაშინ შუა სხეული გარეგან სხეულს უერთდება, მიეკვრება. ამგვარად შუა სხეულს ან მატერიალური სასიცოცხლო ძალა გააჩნია მიღებისაგან, ან სულიერი სასიცოცხლო ძალა გაცემისაგან.

და რამდენადაც შინაგანი და გარეგანი სხეულები თვისებებით ურთიერთსაპირისპირო არიან, თუ შუა სხეული შინაგან სხეულს ერწყმება, ეს გარე სხეულის კვდომას იწვევს. და პირიქით, როდესაც შუა სხეული გარეგან სხეულს ერწყმება, ეს შინაგანი სხეულის კვდომას იწვევს. ადამიანის მთელი თავისუფალი არჩევანი ხომ იმაში მდგომარეობს, თუ საით მიმართავს თავის შუა სხეულს: გააგრძელებს მის შერწყმას სიწმინდესთან, თუ პირიქით.