<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / წერილობითი და ზეპირი თორა - 1

100. წერილობითი და ზეპირი თორა - 1 

გაგონილია მიშპატიმ–ის კვირაში (1943 წელს)

 

წერილობითი თორა წარმოადგენს გამოღვიძებას ზემოდან, ხოლო ზეპირი თორა - გამოღვიძებას ქვემოდან (ადამიანის სურვილის შედეგად), თვით ადამიანის მიერ. და ორივეს ერთად ეწოდება: „ექვსი წელი იმუშავე, ხოლო მეშვიდე წელს გათავისუფლდი“ (შმოთ 21). 

ძირითადი სამუშაო მიმდინარეობს სწორედ იქ, სადაც წინააღმდეგობა არსებობს და ეწოდება „სამყარო“ (ალმა) სიტყვიდან ჰეელემ (დაფარვა). 

დაფარვის დროს წინააღმდეგობა იჩენს თავს და მაშინ შეიძლება ითქვას, რომ არის ადგილი მუშაობისათვის.

ამიტომაც ნათქვამია: „ექვსიათასი წელი არსებობს სამყარო და ერთბაშად დაინგრევა“, ესე იგი დაფარვა დაინგრევა და უკვე აღარ იქნება მუშაობის შესაძლებლობა. მაგრამ შემქმნელი ქმნის ადამიანისათვის განსაკუთრებულ დაფარვას, რომელსაც „ფრთები“ ეწოდება, რომ მას მუშაობის საშუალება ჰქონდეს.