<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შენს ყოველ მსხვერპლშეწირვას მარილი დაუმატე

76. შენს ყოველ მსხვერპლშეწირვას მარილი დაუმატე

გაგონილია 30 შვათს მე-6 ნაწილის დასასრულის

აღსანიშნავ ტრაპეზაზე, ტვერიაში

თორაში მითითებულია: „შენს ყოველ მსხვერპლშეწირვას მარილი დაუმატე“, რაც „მარილის კავშირს“, აღთქმას ნიშნავს. და ეს კავშირი თითქოს გონებას ეწინააღმდეგება, რადგან, როდესაც ორი ადამიანი  ერთიმეორეს სიკეთეს უკეთებს და როდესაც მათ შორის მეგობრობა და სიყვარული მეფობს, მაშინ საჭირო არაა აღთქმის, ხელშეკრულების დადება.

მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანებს  შორის სიყვარული მეფობს, მიღებულია ხელშეკრულების, აღთქმის დადება და კავშირის დამყარება. და ეს ხელშეკრულების დადება მომავლისათვის ხდება, რადგან მომავალში მათი ურთიერთობები შეიძლება გაფუჭდეს და ვეღარ იყვნენ ერთიმეორის მიმართ მთელი გულით, როგორც წარსულში. მაშინ თუ მათ წინასწარი შეთანხმება გააჩნიათ, ეს შეთანხმება დაავალდებულებს მათ, რომ გაიხსენონ ერთიმეორისათვის მიცემული აღთქმის შესახებ, რათა ამ მდგომარეობაშიც გააგრძელონ ის ძველი სიყვარული.

და ამაზეა ნათქვამი: „შენს ყოველ მსხვერპლშეწირვას მარილი დაუმატე“. ე.ი. ნებისმიერ ძალისხმევას, მსხვერპლს შემქმნელისათვის მუშაობაში თან უნდა ახლავდეს აღთქმა, კავშირი მეფესთან – შემქმნელთან (ივრითულში სიტყვა მარილი–„მელახ“ და სიტყვა მეფე–„მელეხ“ თითქმის იდენტურად ჟღერს).