<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სიხარული კარგი ქმედებების ანარეკლია, მაჩვენებელია

58. სიხარული კარგი ქმედებების ანარეკლია, მაჩვენებელია

გაგონილია სუქოთის მე-4 ნახევრად

სადღესასწაულო დღეს (ხოლ ჰამოედ სუქოთ) 

სიხარული - ეს კარგი მოქმედებების ანარეკლია, მაჩვენებელია. თუ მოქმედებები კეთილია, ე.ი. წმინდაა, შემქმნელზე გაცემის განზრახვითაა გაკეთებული, მაშინ მათი მეშვეობით სიხარული ვლინდება.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ასევე უწმინდური ძალა, კლიპა. და იმის გასარკვევად წმინდაა სურვილი თუ უწმინდური (წმინდა–ალტრუისტული, უწმინდური– ეგოისტური), აუცილებელია ანალიზი გონებაში, „ცოდნაში“. წმინდა სურვილში  აზრი, გონი არსებობს, უწმინდურში კი – არა, რადგან უწმინდურ ძალაზე ნათქვამია: „სხვა ღმერთი უნაყოფოა და არ მოაქვს ნაყოფი“. ამიტომ, როდესაც ადამიანს სიხარული ეწვევა, ის თორას უნდა ჩაუღრმავდეს, რათა მის წინაშე თორის სიბრძნე, აზრი, ცოდნა გაიხსნას.

ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სიხარული არის ნათება ზემოდან, რომელიც „მან“–ის–ადამიანის თხოვნის, ე.ი. კარგი ქმედებების მეშვეობით ვლინდება („მან“–„მეი ნუკვინ“–მდედრის წყლები).  შემქმნელი ადამიანს იქ განსჯის, სადაც ის იმყოფება. ე.ი. იმ მიზნის მიხედვით განსჯის, რომლის მიღწევაც ახლა სურს. ამიტომ თუ ადამიანი საკუთარ თავზე შემქმნელის მმართველობას სამუდამოდ მიიღებს, მის ამ გადაწყვეტილებაზე, ამ სურვილზე დაუყოვნებლივ უმაღლესი სინათლე გამოვლინდება, რომელიც აგრეთვე მარადიულია და მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანს მუდმივი, კეთილი სურვილი გააჩნია.

და თუმცა შემქმნელისთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი მყისვე ჩამოვარდება მისი სულიერი საფეხურიდან, ის მას მაინც იმ გადაწყვეტილების თანახმად განსჯის, რომელიც ადამიანმა ახლა მიიღო. ე.ი. თუ ადამიანმა ახლა გადაწყვიტა საკუთარ თავზე, თავის ყველა სურვილში (რომელსაც ის ახლა გრძნობს) სამუდამოდ მიიღოს შემქმნელის ძალაუფლება, ეს სრულყოფილებად ითვლება.

ხოლო როდესაც ადამიანი შემქმნელის ძალაუფლებას იღებს თავის თავზე, მაგრამ არ სურს, რომ ამ მდგომარეობაში სამუდამოდ დარჩეს, ასეთი  მოქმედება და განზრახვა არ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს და თავისთავად შეუძლებელია. რომ მასში უმაღლესმა სინათლემ დაიმკვიდროს. უმაღლესი სინათლე ხომ სრულყოფილი, მარადიული და ყოველთვის უცვლელია, ადამიანს კი სურს, რომ ის მდგომარეობაც კი, რომელშიაც ის ახლა იმყოფება, სამუდამოდ არ გაგრძელდეს.