<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სამი სხეული ადამიანში

36. სამი სხეული ადამიანში 

 

1944წლის 19 მარტს) იერუსალიმში

 

 

სულიერი ცნება „ადამიანი“ სამი სხეულისაგან შედგება:

 

  • შინაგანი სხეული, სულის სამოსელი;

  • კლიპათ ნოგა („კლიპა“ – ნაჭუჭი, უწმინდური ძალა);

  • კლიპა „მიშხა დე-ხივია“ ( „მიშხა დე-ხივია“ – გველის ტყავი).

და იმისათვის, რათა ადამიანმა შეძლოს თავი დაიხსნას სიწმინდის ხელისშემშლელი ორი გარე სხეულისაგან და მხოლოდ შინაგანი სხეული გამოიყენოს, მან განსაკუთრებულ საშუალებას უნდა მიმართოს და მხოლოდ მის შინაგან სხეულზე იფიქროს. ე.ი. ადამიანის ყველა აზრი ერთის მმართველობის ქვეშ უნდა იყოს, ანუ მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ „არავიანაა მის გარდა“. წერია, რომ მხოლოდ ის აკეთებს და გააკეთებს ნებისმიერ მოქმედებას და არავითარ ქმნილებას, არავითარ ძალას სამყაროში არ შეუძლია ადამიანი სიწმინდეს დააშოროს.

და იმდენად, რამდენადაც ადამიანი უკვე აღარ ფიქრობს გარე ორ სხეულზე, ისინი კვდებიან, ვინაიდან საკვებს ვერ იღებენ და არსებობის საშულება არ გააჩნიათ. მათი საზრდო ხომ ადამიანის ფიქრებია მათ შესახებ.

წერია: „ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი“, რაც იმას ნიშნავს, რომ სიბრძნის ხის ცოდვის ჩადენამდე სასიცოცხლო ძალა პურზე არ იყო დამოკიდებული. ე.ი. საჭირო არ იყო სინათლისა და სასიცოცხლო ძალის მოზიდვა, რადგან ის ისედაც ანათებდა. ხოლო ცოდვის შემდეგ, როდესაც ადამ ჰარიშონს მიშხა დე–ხივიას სხეული მიეწება, სიცოცხლე პურზე, ანუ საკვებზე გახდა დამოკიდებული. ეს საკვები ყოველ ჯერზე ხელახლა უნდა მოიზიდონ, წინააღმდეგ შემთხვევში, ე.ი. თუ მათ საზრდოს არ აძლევენ, ეს შინაგანი სხეულები კვდებიან. და ეს დიდი გამოსწორებაა, რომელიც ორი უწმინდური სხეულისაგან განთავისუფლების საშუალებას გვაძლევს.

 

ამიტომ, ადამიანი ვალდებულია, რომ მთელი ძალებით ეცადოს არ იფიქროს იმაზე, რაც ამ ორ სხეულთან არის დაკავშირებული, რაზეც ნათქვამია: „ფიქრები ცოდვის შესახებ თვით ცოდვაზე უფრო უარესია“. ეს იმიტომ, რომ ფიქრები ამ ორი გარე სხეულის საკვებს წარმოადგენს და სწორედ იმით, რომ ადამიანი მათზე ფიქრობს, ეს სხეულები სასიცოცხლო ძალებს იღებენ.

ამიტომ ადამიანმა მხოლოდ შინაგან სხეულზე უნდა იფიქროს, რამეთუ სწორედ ის წარმოადგენს მისი წმინდა სულის სამოსელს. ე.ი. საჭიროა ფიქრი მხოლოდ იმაზე, რაც ადამიანის კანის, მისი სხეულის კანის, ანუ პირადი ეგოისტური ინტერესების მიღმა იმყოფება, ფიქრი მხოლოდ მოყვასის კეთილდღეობაზე.

და ეს იმიტომ, რომ კანის საზღვრებს მიღმა კლიპოთს – უწმინდურ ძალებს შეხება არ შეუძლიათ, რადგან მათ მხოლოდ იმას შეუძლიათ ჩაეჭიდონ რაც კანის შიგნითაა, რაც მისი სხეულის–ეგოისტური სურვილების ფარგლებშია და არა მის საზღვრებს გარეთ, რასაც მისი „კანის მიღმა“ ეწოდება. ე.ი. ყველაფერს, რაც სხეულით იმოსება, დაუყოვნებლივ ეკვრება კლიპოთი და ყველაფერი რაც სხეულით არაა შემოსილი - მათთვის მიუწვდეომელია.

და თუ ადამიანი ცდილობს, რომ მისი ფიქრები მუდმივად მისი კანის მიღმა იყოს, მაშინ ის ღირსი ხდება ნათქვამის: „და ჩემი კანის მიღმა ამოტვიფრეს ეს და ჩემი ხორციდან ვიხილავ შემქმნელს“ (იობი 19:26) „ეს“ - წმინდა შხინაზე მიუთითებს, რომელიც მისი კანის მიღმა დგას. „ამოტვიფრეს“ ნიშნავს გამოსწორებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, რომ ადამიანის კანის მიღმა იმყოფებოდეს. მაშინ ადამიანი ღირსი ხდება ნათქვამის „და ჩემი ხორციდან ვიხილავ შემქმნელს“- ე.ი. სიწმინდე ადამიანის შინაგან სხეულში შეიმოსება და ეს სწორედ მაშინ, როდესაც ის თანახმაა, რომ საკუთარი კანის მიღმა, ყოველგვარი შემოსვის გარეშე იმუშაოს. 

მაშინ, როცა ცოდვილები, რომელთაც სწორედ სინათლის სხეულში, ანუ კანში შემოსვისას (ეგოისტურ სურვილებში სიამოვნების მიღებისას) სურთ მუშაობა, „კვდებიან სიბრძნის გარეშე“. მაშინ მათში არავითარი სინათლე არ იმოსება და ვერაფერს აღწევენ. ხოლო რაც შეეხება ცადიკებს – მართლებს, სწორედ ისინი ხდებიან ღირსნი, რომ მათ სხეულში სინათლე შეიმოსოს.