<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რას ნიშნავს რომ ბოროტ საწყისს ეწოდება „მალხუთი გვირგვინის გარეშე“

17. რას ნიშნავს რომ ბოროტ საწყისს ეწოდება

 „მალხუთი გვირგვინის გარეშე“

გაგონილია იერუსალიმში 1941 წელს

,,თაგა“ (არამეულად) გვირგვინს ნიშნავს, გვირგვინი კი შემქმნელის და ფესვის საიდუმლოებაა. სიწმინდე შეერთებულია ფესვთან. ანუ სიწმინდე ეწოდება საკუთარ ფესვთან თვისებათა მსგავსებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევე როგორც ჩვენს ფესვს ანუ შემქმნელს მხოლოდ გაცემის სურვილი გააჩნია, როგორც წერია „მისი სურვილია სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს“, ასევე სიწმინდე მხოლოდ შემქმნელზე გაცემას ნიშნავს. ხოლო ადამიანის ბოროტი საწყისის ყველა განზრახვა საკუთარი თავისათვის მიღებისკენაა მიმართული და ამდენად ის შერწყმული არაა ფესვთან, რაც გვირგვინის საიდუმლოებას ნიშნავს. ამიტომ ბოროტი საწყისის შესახებ ნათქვამია, რომ მას „თაგა“ ანუ გვირგვინი არ გააჩნია, რადგან ის მოწყვეტილია გვირგვინს.

აქედან შეგვიძლია გავიგოთ ბრძენთა მიერ ნათქვამი: ,,ის ვინც ამატებს, – აკლებს“ (სანედრიონი, 29), ანუ ანგარიშს უმატებს და ამით აკლებს. და წერია: „და აქაც ასეა, იმაზე რაც შიგნითაა წერია: და სავანე ათი გადასაფარებელისაგან გააკეთე. იმაზე რაც გარეთაა – წერია: გავაკეთე ათი გადასაფარებელი, უმატებს ასოებს, ანუ უმატებს აინს (სამოცდაათს) თორმეტს და აკლებს ანგარიშს, რომ აკლდება ალეფი (ერთი) თორმეტის ანგარიშს აინის (სამოცლაათის) დამატების გამო თორმეტზე“ (ზოჰარი, პკუდეი, ასო 249).

ცნობილია, რომ გათვლა მხოლოდ მალხუთში ხდება, რომელიც საფეხურის სიმაღლის დონის გათვლას აკეთებს (მასში არსებული დაბრუნებული (არეკლილი) სინათლის მეშვეობით). აგრეთვე ცნობილია, რომ მალხუთს „საკუთარი თავისათვის მიღების სურვილი“ ეწოდება. და როდესაც ის ფესვის წინაშე თავის სურვილს აბათილებს, ისე რომ არ სურს მიიღოს, არამედ მხოლოდ გასცეს ფესვზე, მსგავსად ფესვისა (შემქმნელისა), რომელიც გაცემის სურვილს წარმოადგენს, მაშინ გამოდის, რომ მალხუთი, რომელსაც ,,მე“ (ივრ. „ანი“ - ასოები: ალეფ-ნუნ-იუდ) ეწოდება, გადაიქცევა „არაფრად“ (ივრ. „ეინ“ - ასოები: ალეფ-იუდ-ნუნ). და მხოლოდ მაშინ იზიდავს და იღებს ის ქეთერის (გვირგვინის) სინათლეს თავისი პარცუფის ასაშენებლად და იგება სიწმინდის თორმეტი პარცუფის მეშვეობით.

ხოლო როდესაც მას საკუთარი თავისთვის მიღება სურს, მაშინ ,,ბოროტ თვალად“ გადაიქცევა. ე.ი. იმის ნაცვლად, რომ, როგორც მანამდე „არაფრად“ (ეინ) დარჩენილიყო და ფესვის, ანუ ქეთერის წინაშე თავი გაებათილებინა, ის „თვალად“ გადაიქცა (რაც გონების ფარგლებში ხედვასა და ცოდნას ნიშნავს). და ამას ეწოდება რომ „ამატებს“, ანუ რწმენაზე ცოდნის დამატება და თავისი ცოდნის ფარგლებში მუშაობა სურს. ესე იგი ამბობს, რომ უმჯობესია ცოდნის ფარგლებში მუშაობა, რადგან მაშინ მიღების სურვილი ამ მუშაობას არ ეწინააღმდეგება.

და ეს შემცირებას იწვევს, რადგან ქეთერს – გაცემის სურვილს, ანუ ფესვს სცილდებიან, რადგან ფესვთან ანუ ქეთერთან თვისებათა მსგავსებას კარგავენ. ამ მიზეზის გამო ეწოდება ბოროტ საწყისს „მალხუთი გვირგვინის გარეშე“. ანუ ბოროტი საწყისის მალხუთი შერწყმული არაა ქეთერთან და ამიტომ მათ მხოლოდ თერთმეტი პარცუფი გააჩნიათ ქეთერის გარეშე.

და ბრძენთა ნათქვამი ასე აიხსნება: „99 დაიღუპა ბოროტი თვალისაგან“, რადგან მათ ქეთერი არ გააჩნიათ, ანუ მათ მალხუთს–მათ მიღების სურვილს არ სურს ფესვის ანუ ქეთერის წინაშე თავის გაბათილება. ესე იგი მათ არ სურთ „მე“–მიღების სურვილი „არაფრად“ გადააქციონ, რაც მიღების სურვილის გაბათილებას ნიშნავს, არამედ მათ დამატება სურთ და ამას ბოროტი თვალი ეწოდება. ანუ იმ ადგილას სადაც „არაფერი“ უნდა იყოს (ივრითულად „აინ“ ასო ალეფით), მათ ბოროტი თვალი შემოაქვთ. ამიტომ ისინი ეცემიან თავისი საფეხურიდან იმის გამო, რომ ფესვთან (შემქმნელთან) არ არიან შერწყმული. 

და ბრძენთა ნათქვამი ასე აიხსნება: „ყველა ამპარტავანს, ამბობს შემქმნელი, მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“, რამეთუ ის (ამპარტავანი) თვლის, რომ ორი მმართველობა არსებობს. ხოლო როდესაც ადამიანი „არაფრად“ წოდებულ, გაბათილებულ მდგომარეობაშია, ანუ ფესვის მსგავსად მხოლოდ გაცემის განზრახვა გააჩნია, მაშინ გამოდის, რომ აქ მხოლოდ ერთი მმართველობა – შემქმნელის მმართველობაა და ამქვეყნად ყველაფერს შემქმნელზე გაცემის განზრახვით იღებს.

ამიტომ ნათქვამია: „მთელი სამყარო მხოლოდ ჩემთვის შეიქმნა, ხოლო მე იმისათვის, რათა შექმნილს ვემსახურო“. ამიტომ ვალდებული ვარ მივიღო ყველა არსებული საფეხური, იმისათვის, რათა ყოველივე შემქმნელზე გავცე, რასაც ჰქვია „იმისათვის, რათა შემქმნელს ვემსახურო“.