<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ბედისწერა ზემოდან გამოღვიძების საიდუმლოებაა

32. ბედისწერა ზემოდან გამოღვიძების საიდუმლოებაა

გაგონილია თრუმას მეოთხე დღეს (1943 წლის 10 თებერვალს)

 

ბედისწერა ზემოდან გამოღვიძების საიდუმლოებაა, რაშიც ქმნილებას არავითარი წვლილი არ მიუძღვის. და ეს ბედ–იღბლის „კენჭის ყრის“ საიდუმლოებას წარმოადგენს (კენჭი–ივრითულად „ფურ“. ამ სიტყვისაგან წარმოდგება დღესასწაული „ფურიმ“–ის სახელწოდება, რაზეც „მეგილათ ესთერი“ მოგვითხრობს). 

ჰამანი ებრაელებს იმაში ადანაშაულებდა, რომ ისინი მეფის კანონებს არ ასრულებდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან მომუშავის მონობა (სულიერი მუშაობა) ლო ლიშმა – საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით იწყება. მაშინ რატომ მიეცათ მათ თორა? იმიტომ რომ შემდეგ ისინი ლიშმას – გაცემის განზრახვის ღირსი ხდებიან და მათ სინათლეს და უმაღლეს შემეცნებას აძლევენ. 

და მაშინ მოდის ბრალმდებელი და კითხულობს: „რატომ აძლევენ მათ ამ უმაღლეს შემეცნებას, რომლისთვისაც არ უმუშავიათ, და რომლის მიღწევაც არ განუზრახავთ, ყველა მათი მიზანი და აზრი ხომ მხოლოდ პირად სარგებელს ემსახურება, რასაც ლო ლიშმა ეწოდება.

და ეს არის საიდუმლოება: „ცოდვილი მოამზადებს, ხოლო ცადიკი – მართალი ჩაიცვამს“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავდაპირველად როგორც ცოდვილი, ანუ ლო ლიშმა– მიღების განზრახვით მუშაობს, ხოლო შემდეგ ის ლიშმა–ს ღირსი ხდება და მთელი მისი ძალისხმევა სიწმინდეში, ანუ სრულ გაცემაში შედის და ეს არის საიდუმლოება „ხოლო ცადიკი – მართალი ჩაიცვამს“.

და ეს არის საიდუმლოება „ფურიმი როგორც იომ ქიფურიმი“ (ქი-ფურიმ, სადაც „ქი“ - მსგავსს ნიშნავს, ანუ „ფურიმის მსგავსს“). ფურიმი არის გამოღვიძება ზემოდან, ხოლო იომ ქიფური – გამოღვიძება ქვემოდან მონანიების და გამოსწორების გზით. მაგრამ იქაც არსებობს გამოღვიძება ზემოდან, ანუ ბედისწერით, სადაც „ერთი ბედი შემქმნელს ეკუთვნის, ხოლო მეორე – „აზაზელს“ – ბოროტ საწყისს და ამას შემქმნელი განსაზღვრავს.