13. ბროწეულის არსი
გაგონილია როშ-ჰაშანას მეორე საღამოს ტრაპეზზე (სუფრაზე)
(1947 წ. 15 სექტემბერს)
ბროწეული მიგვანიშნებს ბრძენთა მიერ ნათქვამზე: „შენი სიცარიელეებიც კი სავსენი არიან მცნებებით, როგორც ბროწეული“. და თქვა: ბროწეული წარმოდგება სიტყვისაგან „განდიდება“, რაც ცოდნაზე ამაღლების საიდუმლოებაა. და ეს ნიშნავს „სიცარიელეები, რომელიც შენშია სავსეა მცნებებით“. ეს სისავსე ცოდნაზე ამაღლების უნარით იზომება, რასაც განდიდება ეწოდება. სიცარიელე მხოლოდ არსებისაგან თავისუფალ ადგილას ისადგურებს. (როგორც ნათქვამია: „დედამიწას ჰაერში გამოკიდებს“).
და რაც უფრო მეტად მაღლდება ადამიანი ცოდნაზე, მით უფრო მეტად ივსება ეს ცარიელი ადგილი. ანუ სიცარიელეს ავსებენ ამაღლებით, „ცოდნაზე ამაღლებული რწმენით“.
და სთხოვს შემქმნელს, რომ ეს ძალა მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს სიცარიელე იმისათვის კი არ იქმნება და ეძლევა ადამიანს, რომ საკუთარი სიცარიელე იგრძნოს, არამედ იმისათვის, რათა ის შემქმნელის სიდიადით შეავსოს. ანუ ყოველივე ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მიიღოს, რაზეც ნათქვამია: „და შემქმნელმა ისე გააკეთა, რომ მის წინაშე თრთოდნენ“.
ანუ ის, რომ ადამიანს სიცარიელეზე ფიქრები უჩნდება, ეს იმისათვის, რათა ცოდნაზე ამაღლებული რწმენის მიღება დასჭირდეს. ამაში შემქმნელის დახმარებაა საჭირო, ანუ ადამიანი იძულებულია, მაშინ შემქმნელისაგან ცოდნაზე ამაღლებული რწმენის ძალა ითხოვოს. გამოდის, რომ სწორედ მაშინ სჭირდება ადამიანს შემქმნელის დახმარება და ეს იმიტომ რომ მისი გარეგანი გონება საპირისპიროს კარნახობს. ამიტომ ადამიანს სხვა გამოსავალი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ შემქმნელს დახმარება სთხოვოს. და ამაზეა ნათქვამი: „ადამიანის ბოროტი საწყისი ყოველდღე ძლევს მას და შემქმნელის დახმარება რომ არა, ვერ შეძლებდა მის გამკლავებას“. გამოდის, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ ესმის, რომ შემქმნელის გარდა არავის შეუძლია მისი დახმარება და ეს არის „შემქმნელმა ისე გააკეთა, რომ მის წინაშე თრთოდნენ“, თრთოლა ხომ რწმენას აღნიშნავს და მხოლოდ მაშინ ესაჭიროება ადამიანს შემქმნელის ხსნა.