<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შემქმნელის მოყვარულნო გძულდეთ ბოროტება

23. შემქმნელის მოყვარულნო გძულდეთ ბოროტება

 

გაგონილია 17 სივანის თვეს (1931 წლის 2 ივნისი)

 

 ნათქვამია: „შემქმნელის მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება! ის იცავს მის ერთგულთა სულებს, ბოროტმოქმედთა ხელიდან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 97). რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი არაა ის, რომ ადამიანს შემქმნელი უყვარდეს და მასთან შერწყმისაკენ მიისწრაფვოდეს, არამედ მას, ამასთანავე, ბოროტება უნდა სძულდეს.

 სიძულვილი იმაში გამოიხატება, რომ მას ბოროტება, ანუ საკუთარი მიღების ეგოისტური სურვილი სძულს. ადამიანი ხედავს, რომ მისგან განთავისუფლების არანაირი საშუალება არ გააჩნია, მაგრამ ამასთანავე, მზად არ არის, რომ ამ მდგომარეობას შეურიგდეს. ის გრძნობს, თუ რა ზიანი მოაქვს მისთვის ბოროტებას და ამასთანავე ხედავს ჭეშმარიტებას, რომ ადამიანს ძალა არ შესწევს, რომ ბოროტება თვითონ გააუქმოს, გააბათილოს, რადგან ის ბუნების ძალაა, რომელიც შემქმნელმა ჩადო მასში, როგორც სიამოვნების მიღების სურვილი.

 მაშინ ტექსტი გვამცნობს, თუ რა შეუძლია ადამიანს  გააკეთოს – შეიძულოს ბოროტება. და მაშინ შემქმნელი დაიცავს მას ამ ბოროტებისაგან, როგორც ნათქვამია: „დაიცავს ის მის ერთგულთა სულებს“. შემქმნელისგან დაცვა იმაში მდგომარეობს, რომ ის მათ „იხსნის ბოროტთა ხელიდან“. და როდესაც ადამიანს რაღაც შეხება გააჩნია შემქმნელთან, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოც კი, ის წარმატებულ ადამიანად ითვლება.

 და სინამდვილეში თვით ბოროტება რჩება და ფუნქციონირებს როგორც პარცუფის „ახორაიმ“–ი, ანუ უკანა მხარე. ამის მიღწევა მხოლოდ გამოსწორების გზით შეიძლება. თუ მას აბსოლუტურად გულწრფელად სძულს ბოროტება, მაშინ ხდება მისი გამოსწორება უკანა მხრის სახით.

 ბოროტება კი იმიტომ უნდა სძულდეს, რომ თუ მას შემქმნელთან შერწყმა სურს, მაშინ ამხანაგებს, მეგობრებს შორის არსებული ჩვეულების მიხედვით, თითოეულ მათგანს უნდა სძულდეს ის, რაც მეგობარს სძულს და უნდა უყვარდეს ის, რაც მეგობარს უყვარს. და მაშინ შეერთდებიან ისინი მუდმივი კავშირით, რომელიც მარად ურყევი დარჩება.

და რადგან შემქმნელს გაცემა უყვარს, ქმნილებებიც უნდა შეეგუონ გაცემის სურვილს და ისევე როგორც შემქმნელს სძულს იყოს მიმღები, ვინაიდან ის სრულყოფილია და არაფერს საჭიროებს, ასევე ადამიანსაც უნდა სძულდეს საკუთარი თავისათვის მიღება.

 ყოველივე თქმულიდან გამოდის, რომ ადამიანმა საკუთარი მიღების სურვილი აბსოლუტური სიძულვილით უნდა შეიძულოს, ამქვეყნად ყოველგვარი უბედურება ხომ ეგოიზმის გამო ხდება, ხოლო სიძულვილის მეშვეობით ადამიანი ასწორებს მიღების სურვილს და ის სიწმინდეს ემორჩილება.