<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მთავარი საფუძველი

48. მთავარი საფუძველი

 

გაგონილია ვაირას შაბათის გასვლისას (1952 წლის 8 ნოემბერი)

 

მთავარი სულიერ გზაზე სიფრთხილე და დაცვაა გონების მუშაობაში, რადგან გონების მუშაობა კითხვაზეა აგებული, და თუ მის წინაშე ის ცნობილი შეკითხვა წამოიჭრება, მაშინ ადამიანი „შეიარაღებული“, დაცული და მომზადებული უნდა დახვდეს, რათა დაუყონებლივ სათანადო, ცნობილი პასუხი გასცეს.

 

გზა შემქმნელისაკენ მთლიანად კითხვებზე და პასუხებზეა აგებული. ასე მიემართება ადამიანი ამ გზაზე და შხინის შენობის აგების ღირსი ხდება. და როდესაც მას უკვე არც შეკითხვები გააჩნია და შესაბამისად, არც პასუხები, ის ერთ ადგილას დგას და ვერ იძვრის.

ადამიანს, რომელიც საკუთარ თავში შხინის მუდმივი შემოსვის ღირსი ხდება (შხინის ჭურჭელი ხდება) და სულიერ საფეხურებზე ამაღლებას იწყებს, აღარ გააჩნია მსგავსი მუშაობის საშუალება. ასეთ ადამიანს თვით შემქმნელი უმზადებს თავისუფალ ადგილს რწმენის დასამკვიდრებლად. და თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, რომ ასეთი რამ მაღალ სულიერ საფეხურებზე მოხდეს, თვით შემქმნელს შეუძლია ამის გაკეთება.

 

და ამას შუა ხაზით გამოსწორება ეწოდება, როდესაც მარცხენა ხაზში მიღება არ შეიძლება. ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ სინათლე ხოხმა მხოლოდ მალხუთში ვლინდება. და მიუხედავად იმისა, რომ მალხუთი ხოხმის საპირისპიროა, სწორედ აქ, მალხუთში არის სინათლე ხოხმის გამოვლინების ადგილი.

 

და ამაზეა ნათქვამი: „და ასეთი დაბრკოლება გექნება ხელქვეშ“. ბრძენთ უთქვამთ: „ადამიანი მანამ ვერ შეასრულებს კანონს, სანამ მარცხს არ განიცდის მის შესრულებაში“. კანონი („ჰალახა“) მალხუთს ეწოდება (მალხუთი პატარძალს („ქალა“) აღიშნავს. ხოლო როდესაც პატარძალთან მიდიან („ჰალიხა“ - სვლა), მას „კანონი“ ეწოდება). გზა მალხუთისაკენ მხოლოდ წინააღმდეგობებზე, ე.ი. შეკითხვებზეა აგებული. და როდესაც ადამიანს შეკითხვები არ გააჩნია, მალხუთს არ შეიძლება ეწოდოს „რწმენა“ ან „შხინა“.