<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / The Most Important Is to Want Only to Bestow

30. მთავარია მხოლოდ გაცემა გსურდეს

 

გაგონილია ვაიკრას შაბათის მიწურულს (1943 წლის 20 მარტს)

  მთავარია არაფერი გსურდეს გარდა იმისა, რომ შემქმნელის სიდიადის გამო გასცე, რამეთუ ყოველგვარი მიღება დაუშვებელია. და შეუძლებელია მიღების თვისებისაგან თავის დაღწევა, არამედ მხოლოდ მეორე უკიდურესობისაკენ – გაცემისაკენ სვლის მეშვეობით. ხოლო მამოძრავებელი და მომზიდველი ძალა, რომელიც მუშაობას გვავალდებულებს, მხოლოდ შემქმნელის სიდიადეა.

 ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საბოლოო ჯამში მაინც იძულებული ვიქნებით, რომ გავისარჯოთ, ამ ძალისხმევის მეშვეობით კი შეგვიძლია რაიმე სარგებელი და სიამოვნება მივიღოთ. ე.ი. ადამიანის მიერ გაწეული ამ გარჯისა და ძალისხმევის მეშვეობით მას ან დროებითი სტუმარი, ანუ თავისი შეზღუდული სხეული შეუძლია დაატკბოს, ან მარადიული ბატონი. ე.ი. მისი ძალისხმევა და ენერგია მარადისობაში დარჩება.

 ეს ჰგავს ადამიანს, რომელსაც მთელი ქვეყნის აშენება შეუძლია, ის კი ქოხს აგებს, რომელიც ძლიერი ქარის დაბერვის შედეგად ინგრევა და ყველა მისი მცდელობა წყალში იყრება. ხოლო სიწმინდეში რომ დარჩენილიყო (და თავისი ძალისხმევა სულიერებაში ჩაედო), მთელი მისი ძალისხმევა მარადისობაში დარჩებოდა. მხოლოდ ეს მიზანი უნდა ემსახურებოდეს მას მუშაობის საფუძვლად, ნებისმიერი სხვა საფუძველი კი დაუშვებელია.

 რწმენის ძალა საკმარისია იმისათვის, რათა ადამიანმა გაცემის განზრხვით იმუშაოს, ანუ სწამდეს, რომ შემქმნელი იღებს მის ნამუშევარს. და თუმცა მას ეჩვენება, რომ მის მიერ გაწეული მუშაობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, შემქმნელი მაინც ყველაფერს იღებს. ნებისმიერი სამუშაო, როგორიც არ უნდა იყოს ის, სასურველი და მისაღებია შემქმნელისათვის, თუ ადამიანი თავის ძალისხმევას შემქმნელს უძღვნის.

 მაგრამ თუ ადამიანს რწმენის მიღების განზრახვით გამოყენება სურს, მაშინ ის მისთვის საკმარისი არაა, ე.ი. რწმენაში ეჭვები უჩნდება. საქმე იმაშია, რომ მიღება ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. ადამიანი ხომ სინამდვილეში არაფერს იღებს თავისი მუშაობიდან, არამედ მხოლოდ შემქმნელი. ამიტომ მისი ეჭვები ნამდვილია, ე.ი. ეს უცხო, სულიერების საწინააღმდეგო აზრები, რომლებიც ახლა მის თავში ჩნდება, ჭეშმარიტი არგუმენტებია. 

 და პირიქით, თუ ადამიანი გაცემის გზას ადგას და სურს, რომ რწმენა ამისთვის გამოიყენოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარი ეჭვი არ შეეპარება რწმენაში, ხოლო თუ ადამიანს ეჭვები უჩნდება, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ნამდვილად არ სურს გაცემის გზით სიარული, გაცემისათვის ხომ მას რწმენა ყოფნის.