10. რას ნიშნავს „გაუჩინარდა ჩემი მეგობარი (შემქმნელი)“
სულიერ მუშაობაში
გაგონილია თამუზის თვეს (ივლისი, 1944 წ.)
უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანი სულიერ გზაზე სვლას იწყებს და სურს, რომ ყველაფერი შემქმნელზე გაცემის განზრახვით შეასრულოს, ის აღმასვლების და დაღმასვლების მდგომარეობებში ხვდება. და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იმდენად დიდ დაღმასვლას (დაცემას) განიცდის, რომ უჩნდება ფიქრები თორისა და მცნებების მიტოვებაზე. ანუ მოსდის ფიქრები იმის შესახებ, რომ მას სიწმინდის მმართველობის ქვეშ ყოფნა აღარ სურს. და მაშინ ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ ეს პირიქითაა, ანუ ეს სიწმინდე გაურბის მას. და საქმე იმაშია, რომ, როდესაც ადამიანს სურს, რომ სიწმინდეს ავნოს, სიწმინდე ასწრებს მას და პირველი გაურბის ადამიანს. და თუ ადამიანს სწამს ამის და გაქცევისას უმკლავდება ამ მდგომარეობას, მაშინ გაქცევა (ბარახ) დალოცვად (ბირეხ) გადაიქცევა, როგორც ნათქვამია: ,,დალოცე, შემქმნელო, ძალა მისი და მოისურვე საქმენი გაკეთებულნი ხელით მისით“.