<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შხინა განდევნაში

2. შხინა განდევნაში

გაგონილია 1942 წელს

წიგნი ზოჰარი ამბობს: „ის - შოხენია, ის კი - შხინა“ და ნათქვამი განმარტებას საჭიროებს. 

ცნობილია, რომ უმაღლეს სინათლეში არავითარი ცვლილება არ ხდება, როგორც წერია: „მე ჩემი ჰავაია არ შემიცვლია“. ხოლო ყველა სახელები და სახელწოდებები მხოლოდ „ქელიმ“–ში – სიამოვნების მიღების სურვილებში (ჭურჭლებში) სინათლის შეგრძნების გამო ჩნდება. ეს სიამოვნების მიღების სურვილები მალხუთში - ქმნილების ფესვში არიან ჩართული და იქიდან ეშვებიან, ჩამოდიან ჩვენს სამყარომდე, ქმნილებებთან. 

და ყველა ამ სტადიას, მალხუთით – სამყაროების შექმნის ფესვით დაწყებული და ქმნილებებით დამთავრებული - სახელად შხინა ეწოდება. და საერთო გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლესმა სინათლემ მათში მთელი სრულყოფილებით გაანათოს და მაშინ სინათლეს „შოხენ“–ი (ქართულად მობინადრე) ეწოდება, ხოლო ჭურჭლებს საერთო სახელი – „შხინა“. ანუ სინათლის დამკვიდრებას ჭურჭლებში „შოხენ“–ის „შხინა“–ში დამკვიდრება ეწოდება.

ამიტომ გამოდის, რომ ზოგადად ქელიმს „შხინა“ ეწოდება და მანამ სანამ მათში სინათლე მთელი სრულყოფილებით არ გაანათებს, ამ დროს „გამოსწორებების დროს“ ვუწოდებთ. ანუ გამოსწორებებს ვახორციელებთ იმისათვის, რომ სინათლემ მათში სრულყოფილად გაანათოს. მანამდე კი შხინა „განდევნაში“ ითვლება, რამეთუ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილება უმაღლეს სამყაროებში. 

და ჩვენს სამყაროში, სამყაროებიდან ყველაზე დაბალში, უმაღლესმა შუქმა მიღების სურვილი უნდა შეავსოს, რომლის გამოსწორებასაც „გაცემის განზრახვით მიღება“ ეწოდება. მაგრამ ჯერ ეგოისტური სურვილი სავსეა მდაბალი და უაზრო ვნებებით და არ არის მასში შემქმნელის სიდიადის გამოვლენის ადგილი. ხოლო გული, იმის მაგიერ, რომ უმაღლესი სინათლის სათავსო იყოს, ნარჩენებისა და უწმინდურობების ადგილად იქცა, ანუ მთლიანად ჩაეფლო მდაბალ სურვილებში. 

და ამას ჰქვია რომ შხინა ფერფლშია, ანუ ის ნაცრის დონემდეა დამცირებული. ანუ ყველას და თითოეულს მობეზრებული აქვს ყოველივე, რაც სიწმინდესთანაა დაკავშირებული. ისინი მიწასთან ასწორებენ მას და არავითარი სურვილი არ გააჩნიათ, რომ სიწმინდე ფერფლიდან წამოაყენონ, არამედ მდაბალ ფასეულობებს ირჩევენ და ამით ტანჯვას აყენებენ შხინას, რამეთუ არ აძლევენ მას ადგილს, რათა იქ უმაღლესმა სინათლემ დაიმკვიდროს.