11. სიხარული თრთოლაში
გაგონილია 1948 წელს
სიხარული წარმოადგენს სიყვარულის გამოვლინებას, რომელიც ყოფიერების არსია. ეს ჰგავს ადამიანს, რომელიც თავისთვის სახლს აშენებს და სახლის კედელებში არანაირ ნაკლოვანებას, სიცარიელეს არ ქმნის. გამოდის, რომ მას სახლში შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია, რადგან კედლებში არავითარი ცარიელი სივრცე არ არსებობს იმისათვის, რათა შესვლა შეძლოს. და ამიტომ აუცილებელია სიცარიელის შექმნა, რომლის დახმარებითაც ადამიანი სახლში შესვლას შეძლებს.
ამიტომ იქ სადაც სიყვარულია, თრთოლაზეც უნდა ვიზრუნოთ, რადგან სწორედ თრთოლაა სიცარიელე. ანუ მან თავის თავში უნდა გააღვიძოს შიში იმისა, რომ გაცემის განზრახვით მოქმედებას ვერ შეძლებს. და ამიტომ მხოლოდ მაშინაა სრულყოფილება, როდესაც ორივე – სიყვარულიც და შიშიც ერთადაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთს მეორის დათრგუნვა სურს. ამიტომ საჭიროა ვეცადოთ, რომ ორივე ერთ ადგილას, ერთდროულად იყოს და ამიტომ სიყვარულიცაა საჭირო და თრთოლაც. სიყვარულს არსი ეწოდება, თრთოლას კი – უკმარისობა და სიცარიელე. და მხოლოდ ორივე ერთად ქმნის სრულყოფილებას. ამას “ორი ფეხი" ეწოდება, ადამიანს ხომ მხოლოდ მაშინ შეუძლია სიარული, თუ მას ორი ფეხი აქვს.