<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მთავარი ადამიანის მუშაობაში

 12. მთავარი ადამიანის მუშაობაში

გაგონილია ტრაპეზზე, როშ-ჰაშანას მეორე დღეს

 მთავარი ადამიანის მუშაობაში ის არის, რომ როგორმე შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებაში იგრძნოს გემო, რამეთუ ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი თავისათვის აკეთებს, მას თვისებათა სხვაობის გამო შემქმნელისაგან აშორებს. ხოლო თუ ის შემქმნელის სასარგებლოდ აკეთებს მოქმედებას, თუნდაც ეს მოქმედება პატარა და უმნიშვნელო იყოს, მას მაინც „მიცვა“–მცნების შესრულება ეწოდება.

 ამიტომ ადამიანის ძირითადი ძალისხმევა იმისაკენ უნდა იყოს მიმართული, რომ შეიძინოს ძალა, რომელიც გაცემის გემოს შეგრძნების საშულებას მისცემს. და ეს იმ ძალის შემცირების გზით, რომელიც მას საკუთარი თავისათვის მიღებაში აგრძნობინებს გემოს. და მაშინ ადამიანი ნელ ნელა შეძლებს გაცემის გემოს შეცნობას.