<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რას ნიშნავს მუშაობაში, რომ ჩვევა მეორე ბუნებად გადაიქცევა

7. რას ნიშნავს მუშაობაში, რომ ჩვევა

მეორე ბუნებად გადაიქცევა 

გაგონილია 1943 წ. 

 როდესაც ადამიანი საკუთარ თავს რაიმეს მიაჩვევს, ჩვევის მეშვეობით ეს რაიმე მისთვის მეორე ბუნებად იქცევა. ამიტომ, არ არსებობს ისეთი რამ, რაშიც ადამიანს მისი (შემქმნელის) არსებობის შეგრძნება არ შეეძლოს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს რაიმეს არავითარი შეგრძნება არ გააჩნია, შეჩვევის მეშვეობით შეუძლია, რომ ამ რამის შეგრძნება დაიწყოს.

 და უნდა ვიცოდეთ, რომ შემქმნელისა და ქმნილებების შეგრძნებას შორის სხვაობა არსებობს. ქმნილებას გააჩნია შემგრძნობი (ის ვინც გრძნობს) და შეგრძნობილი (შეგრძნების საგანი), შემმეცნებელი (ის ვინც შეიცნობს) და შემეცნებული (შემეცნების საგანი), ანუ ჩვენ გაგვაჩნია შემგრძნობი, რომელიც რაიმე რეალობას აღიქვამს. ხოლო რეალობა შემგრძნობის გარეშე ეს თვით შემქმნელია და მას ჩვენი ვერც ფიქრი წვდება და ვერც შემეცნება. 

ადამიანის რეალობა კი სრულიად მის შეგრძნებაზეა დამოკიდებული და ის რეალურია მხოლოდ იმის მიმართ, ვინც მას აღიქვამს, შეიგრძნობს. ანუ რა გემოსაც ადამიანი მასში გრძნობს, – ისაა მისთვის ჭეშმარიტება. მაგალითად თუ ის მწარე გემოს გრძნობს რეალობაში, ანუ თუ რომელიმე მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფება, თავს ცუდად გრძნობს და იტანჯება, მაშინ მუშაობაში ასეთ ადამიანს ცოდვილს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ ის ადანაშულებს შემქმნელს, რომელსაც კეთილი და მოწყალე ეწოდება, მისგან ხომ სამყაროს მიმართ მხოლოდ სიკეთე მომდინარეობს, ადამიანის შეგრძნებაში კი შემქმნელის მოქმედება საპირისპიროდ აღიქმება და ის გრძნობს, რომ ცუდ მდგომრეობაშია.

 და უნდა გავიგოთ ბრძენთა ნათქვამი: „სამყარო მხოლოდ სრული ცოდვილებისათვის ან აბსოლუტური წმინდანებისათვის არის შექმნილი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან კარგ გემოს გრძნობს რეალობაში, და მაშინ ამართლებს შემქმნელს და ამბობს, რომ მისგან სამყაროს მიმართ მხოლოდ სიკეთე მომდინარეობს, ან თუ მწარე გემოს გრძნობს რეალობაში, – მაშინ ის ცოდვილია, რადგან ის ადანაშაულებს შემქმნელს. გამოდის, რომ ყველაფერი ადამიანის შეგრძნებების მიხედვით იზომება. ხოლო რაც შეეხება შემქმნელს, მასთან ყველა ამ გრძნობას არავითარი კავშირი არ აქვს, როგორც ერთიანობის სიმღერაშია ნათქვამი: „მარადიულად ასე იქნება - არც სინაკლულე და არც სიჭარბე შენში არ იქნება“. ამიტომ ყველა სამყარო და ნებისმერი ცვლილებები, მხოლოდ მიმღებთა მიმართ არსებობს და ადამიანის შემეცნებზეა დამოკიდებული.