<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / He Will Save Them from the Hand of the Wicked

24. ცოდვილთა ხელიდან იხსნის მათ

გაგონილია 1 ავის თვეს (1944 წლის 21 ივლისს)

წიგნი „ზოჰარი“-ს დასრულების საპატივცემულოდ

ნათქვამია: „შემქმნელის მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება და ა.შ., ცოდვილთა ხელიდან იხსნის მათ“. და გაუგებარია, რა კავშირია „გძულდეთ ბოროტება“–სა და „ბოროტმოქმედთა ხელიდან იხსნის მათ“–ს შორის?

ამის გასაგებად ბრძენთა ნათქვამი უნდა წავუმძღვაროთ: „არ შექმნილა სამყარო, არამედ ან აბსოლუტური ცადიკებისათვის – მართლებისათვის, ან აბსოლუტური ცოდვილებისათვის“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). და ისმის კითხვა: განა აბსოლუტური ცოდვილებისათვის ღირდა სამყაროს შექმნა, ხოლო არასრულყოფილი ცადიკებისათვის - არა?

და უპასუხა, რომ სამყაროში შემქმნელისთვის არაფერია ორაზროვანი, არამედ მხოლოდ მიმღებთათვის, ანუ მათი შეგრძნების მიხედვით ისინი ან კარგ გემოს გრძნობენ ამქვეყნად (სამყაროში), ან – ცუდს და მწარეს, რადგან ყოველი მათ მიერ შესრულებული მოქმედება წინასწარაა გათვლილი, უმიზნოდ ხომ არაფერს აკეთებენ: ან საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, ან ვინმესთვის ზიანის მიყენება. მაგრამ უაზრო და უმიზნო ქმედება სავსებით შეუთავსებელია იმ ადამიანთან, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს.

ამიტომ ისინი, ვინც ამქვეყნად შემქმნელის მმართველობას იღებენ საკუთარ თავზე, თავიანთი შეგრძნების მიხედვით განსაზღვრავენ: კარგია ეს მართვა თუ ცუდი.

შემქმნელის მოყვარულთ ესმით, რომ სამყროს შექმნა ქმნილებებისათვის სიკეთის მოსატანად მოხდა, მაგრამ ამის შეგრძნება მხოლოდ შემქმნელზე შერწყმითა და მასთან დაახლოებით შეიძლება. ამიტომ თუ ისინი შემქმნელის მხრიდან გარკვეულ დაცილებას გრძნობენ, ამას მათთვის ბოროტება ეწოდება. ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს ცოდვილებად თვლიან, რადგან შუალედური მდგომარეობა არ არსებობს რეალობაში - ადამიანი ან გრძნობს შემქმნელს და მის მმართველობას ან ეჩვენება, რომ „მიწა ბოროტი განგების ხელში მოექცა“.

და რადგანაც გრძნობს, რომ ის მართალი ადამიანია, ე.ი. არ შეუძლია საკუთარი თავი მოატყუოს და თქვას, რომ გრძნობს ან არ გრძნობს, მაშინ ის მყისვე მოუხმობს შემქმნელს, რათა შეიწყალოს და ბოროტი საწყისის ხაფანგიდან და ყველა უცხო აზრისაგან დაიხსნას. და რადგან ის ჭეშმარიტი გრძნობით ეძახის შემქმნელს, შემქმნელი შეისმენს მის ლოცვას, (და იქნებ ამაზეა ნათქვამი: „ახლოა შემქმნელი ყველასთან, ვინც ჭეშმარიტად მოუხმობს მას“) და მაშინ „იხსნის მათ ცოდვილთა ხელიდან“ (შინაგანი ეგოისტური სურვილებისა და აზრებისაგან).

მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი თავის ნამდვილ მდგომარეობას, ანუ მასში არსებულ ბოროტებას იმდენად არ გრძნობს, იმდენად არ ტანჯავს საკუთარი ბუნების ბოროტების გაცნობიერება, რომ ამან შემქმნელის მოხმობისაკენ უბიძგოს, ის ხსნის ღირსი არაა. მას ხომ ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ლოცვის მოსასმენად საჭირო ქლი, რომელსაც „გულის სიღრმიდან“ ეწოდება, რადგან ფიქრობს, რომ მასში ჯერ კიდევ არსებობს ცოტაოდენი სიკეთე.

ე.ი. ის ჯერ კიდევ არ დაშვებულა თავისი გულის სიღრმეში. გულის სიღრმეში კი ფიქრობს, რომ ცოტაოდენი სიკეთე მაინც გააჩნია. და ვერ ამჩნევს, არის თუ არა განმსჭვალული სიყვარულითა და თრთოლით თორისა და კანონების მიმართ. ამიტომ ის ჭეშმარიტებას ვერ ხედავს.