46. ისრაელის ძალაუფლება კლიპოთზე – უწმინდურ ძალებზე
რას ნიშნავს ისრაელის (შემქმნელისაკენ მიმართული სურვილების) ძალაუფლება კლიპოთზე (უწმინდურ ძალებზე, სურვილებზე) და, პირიქით, კლიპოთის ძალაუფლება ისრაელზე? თავდაპირველად საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა იგულისხმება ისრაელში და „მსოფლიოს ხალხებში“.
რამდენიმე ადგილასაა განმარტებული, რომ ისრაელი ეწოდება ქელიმის შინაგან, „სახის“ ნაწილს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა შემქმნელზე გაცემის განზრახვით მუშაობა.
ხოლო „მსოფლიოს ხალხები“ ეწოდება გარეგან, „უკანა მხარი“-ს ქელიმს, რომლებიც მხოლოდ მიღებით საზრდოობენ და არა გაცემით. „მსოფლიოს ხალხების“ ძალაუფლება ისრაელზე იმაში გაოიხატება, რომ მათ არ შეუძლიათ გაცემის განზრახვით, ქელიმ დე პანიმით (სახის ქელიმით) მუშაობა, არამედ მხოლოდ ქელიმ დე-ახორაიმით (ახაპი, უკანა მხრის ქელიმი), რომლებიც აცდუნებენ შემქმნელზე მომუშავეებს, რათა მათ სინათლე ქვემოთ, მიღების სურვილებში, უკანა ქელიმში მოიზიდონ.
ხოლო ისრაელის ძალაუფლება ნიშნავს, რომ თითოეული შემქმნელზე გაცემის განზრახვით მუშაობის ძალას იღებს – ე.ი. მხოლოდ ქელიმ დე-პანიმ–ში (სახის ქელიმში). და მაშინაც კი, როდესაც ისინი ხოხმას – სიბრძნის სინათლეს იზიდავენ, ის მათთვის მხოლოდ „გასავლელი გზაა, და მეტი არაფერი“.