<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->

28. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ

 

გაგონილია 1943 წელს

 

 „არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ“ (ფსალმუნი 118). ჭეშმარიტების მისაღწევად ადამიანს ისეთი შეგრძნება უნდა ჰქონდეს, რომ თუ ჭეშმარიტებას არ შეიცნობს, ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება, რადგან მას სიცოცხლე სურს. ე.ი. ეს სიტყვები: „არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ“ იმაზეა ნათქვამი, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა სურს.

 და ეს არის „იონა, ბენ ამითაი“–ის საიდუმლოება. („იონა ბენ ამითაი“– იონა სიმართლის, ჭეშმარიტების შვილი. იონა მტრედსაც ნიშნავს და ამასთანავე ადამიანის სახელიცაა.) „იონა“ წარმოდგება სიტყვისაგან „ჰონაა“ (თაღლითობა), ხოლო „ბენ“ (შვილი) – სიტყვისაგან „გაგება“ (მევინ). ე.ი. ის ყოველთვის ხედავს თავის მდგომარეობას და ესმის, რომ ატყუებს საკუთარ თავს და ჭეშმარიტების გზით არ მიდის. რადგან ჭეშმარიტებას „გაცემა“, ანუ „ლიშმა“ ეწოდება, ხოლო ამის საპირისპირო თაღლითობა და სიცრუეა – ანუ მხოლოდ მიღება – „ლო ლიშმაა“ („ლო“–არა, „ლიშმა“–გაცემის განზრახვა). და ამის წყალობით ის შემდეგ აღწევს „ამითაი“–ს, ანუ ჭეშმარიტების მდგომარეობას.

 და ეს არის საიდუმლოება: „თვალნი შენნი როგორც მტრედები“ (ქებათა ქება). სიწმინდის თვალები, რომელსაც წმინდა შხინა–ს თვალები ეწოდება, იონიმ (მტრედები), გვატყუებენ ჩვენ, და გვაფიქრებინებენ, თითქოს შხინა–ს თვალები არ გააჩნია, როგორც ზოჰარშია ნათქვამი: „მშვენიერი გოგონა, რომელსაც თვალები არ გააჩნია“. მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია, რომ ის, ვინც ჭეშმარიტების ღირსი ხდება, ხედავს, რომ მას თვალები აქვს, რაც წარმოადგენს საიდულოებას: „თუ პატარძალს ლამაზი თვალები აქვს, მისი სხეული არ საჭიროებს შემოწმებას“.