<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ყველა, ვინც ქმნილებათა სულთან თანხმობაშია

31. ყველა, ვინც ქმნილებათა სულთან თანხმობაშია

ნათქვამია: „ყველა, ვინც ქმნილებათა სულთან თანხმობაშია....“, მაგრამ დიდ და განთქმულ ბრძენთა შორისაც კი ვხვდებით უთანხმოებას. მაშინ გამოდის, რომ „ის არ არის ქმნილებათა სულთან თანხმობაში“. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი „ქმნილების სულთან თანხმობაში“, და არა „ქმნილებასთან თანხმობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სხეულები (მიღების სურვილები) იმყოფებიან დაპირისპირებაში, უთანხმოებაში. ესე იგი ყველა თავის მიღების სურვილს იყენებს.

ხოლო „ქმნილებათა სული“ - ეს უკვე სულიერებაა და ამიტომ „თანხმობაშია“, რადგან როდესაც ცადიკი – მართალი (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს) ბარაქას იზიდავს, ის მას მთელი თაობისათვის იზიდავს. და მხოლოდ მათ, ვისაც თავიანთი სულები ჯერ კიდევ არ „შეუმოსავთ“, არ შეუძლიათ ცადიკის – მართლის მიერ მოზიდული ბარაქის შეცნობა და შეგრძნება.