<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მიუახლოვე ის შემქმნელის სურვილს

57. მიუახლოვე  ის შემქმნელის სურვილს

გაგონილია ითროს კვირის პირველ დღეს

(1944 წლის 5 თებერვალს)

ნათქვამია: „მიუახლოვე ის (საკუთარი სურვილი) შემქმნელის სურვილს“. მაგრამ „როგორ? აიძულებენ მას, სანამ არ იტყვის „მსურს მე!““  და ასევე უნდა გავიგოთ, რატომ ვლოცულობთ ჩვენ ასე: „დაე იყოს სურვილი ზემოდან....“.  ნათქვამია: „ძროხას უფრო მეტად სურს ხბოს გამოკვება, ვიდრე ხბოს რძის მოწოვა“. მაგრამ  მაშინ გაუგებარია - რისთვის გვჭირდება ჩვენ ლოცვა იმაზე, რომ იყოს სურვილი ზემოდან? 

ცნობილია, რომ იმისათვის, რათა ზემოდან ბარაქა მოვიზიდოთ,  ამას წინ უნდა უძღვოდეს გამოღვიძება ქვემოდან (ითარუთა დე-ლეთათა). მაგრამ რისთვის  არის საჭირო გამოღვიძება ქვემოდან? ამიტომ ვლოცულობთ ჩვენ: „დაე იყოს სურვილი ზემოდან...“, ე.ი. ჩვენ თვითონ უნდა აღვძრათ ზემოთ ჩვენზე გაცემის სურვილი. ანუ საკმარისი არაა ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია სურვილი, არამედ ზემოდანაც უნდა იყოს კეთილი სურვილი გამცემის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ შემქმნელს თავისთავად გააჩნია ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი, ის ელოდება ჩვენს სურვილს, რომელიც მის სურვილს გააღვიძებდა. ე.ი. თუ ჩვენ არ შეგვიძლია მისი სურვილის გამოღვიძება, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი სურვილი ჯერ კიდევ არაა სრული, სრულყოფილი. ამიტომ სწორედ მაშინ,  როდესაც ვლოცულობთ იმაზე, რომ „იყოს სურვილი ზემოდან...“, ჩვენ საკუთარ ჭეშმარიტ სურვილს ვაყალიბებთ, რომელიც უმაღლესი ბარაქის მიღების ღირსი გახდება.

თუმცა ამასთან ერთად საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ყველა ჩვენი ქმედება, როგორც ცუდი, ასევე კარგი, ზემოდან მომდინარეობს (ამას „პირადი მართვა“ ჰქვია), როდესაც ყველაფერს შემქმნელი აკეთებს. და ამასთანავე უნდა ვნანობდეთ საკუთარ ცუდ საქციელზე, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ზემოდან მომდინარეობს.

მაგრამ გონება გვკარნახობს, რომ საჭირო არ არის სინანული, არამედ უნდა გავამართლოთ შემქმნელი, რომელიც ცუდი მოქმედებების ჩადენის სურვილს გვაძლევს. მაგრამ პირიქით, ჩვენ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რომ შემქმნელმა საშუალება არ მოგვცა, რომ ჩვენ კეთილი საქმეები გვეკეთებინა. და ეს, რა თქმა უნდა, სასჯელია, რადგან ჩვენ ღირსი არ ვართ ვემსახუროთ მას.

მაგრამ თუ ყველაფერი ზემოდან მოდის, როგორ შეიძლება ითქვას, რომ  ღირსი არა ვართ - არც ერთი ჩვენი მოქმედება ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული? ამიტომ გვეძლევა ჩვენ ცუდი აზრები და სურვილები, რომლებიც შემქმნელისაგან, სულიერი მუშაობისაგან გვაშორებს. ისინი გვარწმუნებენ, რომ ჩვენ ღირსი არა ვართ ვემსახუროთ შემქმნელს. და პასუხად იბადება ლოცვა, რომელიც გამოსწორების საშუალებას გვაძლევს იმისათვის, რათა ღირსი გავხდეთ და მზად ვიყოთ შემქმნელის სამსახურის მისაღებად.

აქედან გამომდინარე ჩვენთვის გასაგები ხდება, თუ როგორ შეიძლება, რომ რაიმე პრობლემის გამო ვილოცოთ. პრობლემა ხომ, რა თქმა უნდა, ზემოდან, შემქმნელისგან მოდის სასჯელის სახით, თავისთავად სასჯელი კი გამოსწორებაა, რადგან არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც სასჯელი გამოსწორებაა. მაგრამ თუ ასეა, როგორ  უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ შემქმნელმა ჩვენი გამოსწორება გააუქმოს. როგორც ნათქვამია: „დამცირებული იქნება შენი ძმა შენს თვალწინ“! (დვარიმი). 

თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ლოცვა სასჯელზე კიდევ უფრო მეტად ასწორებს ადამიანს. და ამიტომ, როდესაც ადამიანი სასჯელის მიღების ნაცვლად ლოცულობს, თავიდან იცილებენ ტანჯვას, რომლის ადგილსაც იკავებს ლოცვა, რომელიც ადამიანის სხეულს–მის სურვილებს გამოასწორებს.

ამაზე უთქვამთ ბრძენთ: „თუ ღირსი გახდა, - თორის გზით გამოსწორდება, ხოლო თუ არ გახდა ღირსი, - ტანჯვის გზით“. მაგრამ თორის გზა უფრო წარმატებულია,  ვიდრე ტანჯვის გზა და მასზე უფრო დიდი სულიერი შედეგები მოაქვს, რადგან ის სურვილები, რომლებიც უმაღლესი სინათლის მიღების ღირსი უნდა გახდენ, უფრო სწრაფად და ფართოდ იხსნებიან და მათი განსაკუთრებული თვისებების წყალობით ადამიანი შემქმნელს ერწყმის. 

და ამის შესახებ ნათქვამია: „აიძულებენ მას, სანამ არ იტყვის „მსურს მე!“ ე.ი. შემქმნელი ამბობს: „მსურს მე ადამიანის მოქმედებები“.

ლოცვაზე კი ნათქვამია, რომ  შემქმნელს ცადიკთა – მართალთა ლოცვა სწყურია (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). ლოცვის მეშვეობით ხომ გამოსწორდება სურვილები, რომლებსაც შემდეგ შემქმნელი უმაღლესი ბარაქით ავსებს, რადგან ისინი უკვე მზად არიან უმაღლესი ბარაქის მისაღებად.