<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მცნება, რომელიც ცოდვით არის გამოწვეული

60. მცნება, რომელიც ცოდვით არის გამოწვეული

გაგონილია თეცავეს კვირის პირველ დღეს

 (1943 წლის 14 თებერვალი)

თუ ადამიანი სულიერ სამუშაოს რაიმე გასამრჯელოს გულისათვის იღებს საკუთარ თავზე, მისი დამოკიდებულება მუშაობის მიმართ ორ ნაწილად იყოფა: 

  1. სამუშაოს მიღება, რასაც „მცნება“ ეწოდება. 

  2. ადამინის განზრახვა, ამ სამუშაოსათვის გასამრჯელო მიიღოს, რასაც ცოდვა, დანაშაული ეწოდება, რადგან მიღების განზრახვას მოქმედება სიწმინდიდან უწმინდურობაში გადაყავს (ივრითულში დანაშაულს, ცოდვას–„ავერა“ და გადაყვანას –„მაავირ“ იგივე ფესვი გააჩნია).

და რადგან ამ მუშაობის საფუძველს, მიზეზს და მამოძრავებელ ძალას ჯილდო წარმოადგენს, ამიტომ ამ მცნებას „გამოწვეული“ ეწოდება, ვინაიდან ადამიანის მიერ მცნების შესრულება ცოდვამ გამოიწვია. ამიტომ  ეწოდება ამას „ცოდვით გამოწვეული მცნება“, მას ხომ ცოდვა, ანუ გასამრჯელოს მიღების სურვილი იწვევს. 

და იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, ადამიანმა მხოლოდ იმ განზრახვით უნდა იმუშაოს, რომ შემქმნელის პატივი გაზარდოს მსოფლიოში. და ამას ეწოდება მუშაობა შხინის ფერფლიდან წამოსაყენებლად.

შხინა ეწოდება  ყველა სულის ერთობლიობას, რომელიც ბარაქას იღებს შემქმნელისაგან და სულებს გადასცემს.  ბარაქის გადაცემა სულებისათვის შემქმნელის და შხინის შერწყმით ხორციელდება, როდესაც ბარაქა ქმნილებებთან ეშვება. ხოლო როდესაც ეს შერწყმა არ ხორციელდება, ბარაქა ვერ ეშვება ქმნილებებთან.

და რადგან შემქმნელს ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭება სურდა, ბარაქის გაცემასთან ერთად ის ქმნილებების მიერ ამ ბარაქის მიღებაზეც ფიქრობდა, ვინაიდან ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შემქმნელმა ეს ორივე (ბარაქის გაცემა და მიღება) პოტენციურად მოამზადა, რათა შემდეგ გაჩენილიყვნენ ქმნილებები, რომლებიც ამ ბარაქის რეალურად მიღებას შეძლებდნენ. ბარაქის პოტენციურ მიმღებს წმინდა შხინა ეწოდება, რადგან შემქმნელის ჩანაფიქრი სრულყოფილი რეალობაა და მოქმედებას არ საჭიროებს.