68. ადამიანის კავშირი სფირებთან
გაგონილია 12 ადარს (1943 წლის 17 თებერვალს)
ადამ ჰარიშონის ცოდვით დაცემამდე მისი სხეული სამყარო ასიას მალხუთის მალხუთის ბინიდან იყო (მალხუთ დე მალხუთ დე ასია). და მას სამყარო ბრიას ნარან–ი (ნარან–სინათლეები ნეფეშ, რუახ, ნეშამა ) და სამყარო აცილუთის ნარან-ი გააჩნდა.
ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამის სხეული (სურვილი) მიშხა დე-ხივიაში (გველის კანში), ბხინა დალეთის (მეოთხე საფეხურის) კლიპაში დაეცა (კლიპა–ნაჭუჭი, უწმინდური ძალა), რომელსაც ამქვეყნიური ფერფლი ეწოდება და მასში კლიპათ ნოგას შინაგანი სხეულია შემოსილი (სხეული–ეგოისტური სურვილები), რომელიც ნახევრად კარგი და ნახევრად ცუდი სურვილებისაგან შედგება. ადამიანის ყველა კარგი ქმედება კლიპათ ნოგას სხეულიდან წარმოიქმნება.
კაბალის შესწავლისას ადამიანი თანდათანობით აბრუნებს ამ სხეულს სრული სიკეთის მდგომარეობაში, ხოლო მიშხა დე ხივიას სხეული მთლიანად ჩამოცილდება მას. და მაშინ ის სინათლე ნარან–ის ღირსი ხდება საკუთარი ქმედებების თანახმად.
ადამიანის ნარან-ის სინათლეების კავშირი სფირებთან.
ადამიანის ნარან-ის სინათლეები სამი სფირისგან – აბია-ს ყველა სამყაროში არსებული (აბია – სამყაროები აცილუთი, ბრია, იეცირა, ასია) ბინას, ზეირ ანფინისა და ნუკვისაგან გამოდიან.
თუ ის ნეფეშის სინათლის ნარან-ის ღირსი გახდება, მაშინ ის სამი მალხუთისაგან – ასიას სამყაროს ბინის, ზეირ ანფინისა და ნუკვის მალხუთისაგან მიიღებს.
თუ ის რუახის სინათლის ნარან-ის ღირსი გახდება, მაშინ ის სამი მალხუთისაგან – იეცირას სამყაროს ბინის, ზეირ ანფინისა და ნუკვის მალხუთისაგან მიიღებს.
თუ ის სინათლე ნეშამას ნარან-ის ღირსი გახდება, მაშინ ის სამი მალხუთისაგან – ბრიას სამყაროს ბინის, ზეირ ანფინისა და ნუკვის მალხუთისაგან მიიღებს.
თუ ის სინათლე ხაიას ნარან-ის ღირსი გახდება, მაშინ ის სამი მალხუთისაგან – აცილუთის სამყაროს ბინის, ზეირ ანფინისა და ნუკვის მალხუთისაგან მიიღებს.
ბრძენთ უთქვამთ, რომ ადამიანი მხოლოდ გულის წადილიდან გამომდინარე აზროვნებს, მთელი მისი სხეული ხომ გულად ითვლება. და თუმცა ადამიანი ოთხი სახის – არაცოცხალი, მცენერეული, ცხოველური და ადამიანური სურვილებისაგან შედგება, ყველა ეს სურვილი ადამიანის გულს მიეწერება.
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამ ჰარიშონის სხეული მიშხა დე ხივიას კლიპაში დაეცა, რომელიც ბხინა დალეთის კლიპას წარმოადგენს და მას „ამ სამყაროს ფერფლი“ ეწოდება. ამიტომ ფიქრისას ადამიანის ყველა აზრი გულიდან, ანუ მიშხა დე ხივიას სხეულიდან გამოდის.
როდესაც ადამიანი ამ ეგოისტურ აზრებს უმკლავდება კაბალის შესწავლის და საკუთარ თავზე მუშაობის მეშვეობით, რაც შემქმნელზე გაცემის მიღწევის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, მაშინ ეს სწავლა მის სხეულს (სურვილებს) განწმენდს. ე.ი. მიშხა დე ხივიას კლიპა ჩამოცილდება მას და წინანდელი ძალა, რომელიც ადამიანს სულიერებისაკენ უბიძგებდა, ანუ კლიპათ ნოგა, რომელიც შინაგან სხეულს წარმოადგენს და რომელიც ნახევრად კარგია, ნახევრად კი – ცუდი, ახლა მთლიანად კარგი ხდება, რადგან ახლა ადამიანი შემქმნელთან თვისებათა მსგავსებას აღწევს.
და მაშინ თავისი მოქმედებების თანახმად ადამიანი ნარან-ის (ნეფეშ, რუახ, ნეშამა) სინათლის ღირსი ხდება. დასაწყისში ის იძენს სამყარო ასიას სინათლე ნეფეშის ნარანს. შემდეგ, როდესაც გამოასწორებს ყველა სურვილს, რომელიც სამყარო ასიას მიეკუთვნება, ის სამყარო იეცირას სინათლე რუახის ნარანს იღებს, და ა.შ. - სამყარო აცილუთის სინათლე ხაიას ნარანის მიღწევამდე. და ყოველ ჯერზე ახალი სტრუქტურა იქმნება ადამიანის გულში. ე.ი. თუ ადრე მისი კლიპათ ნოგა-საგან შემდგარი შინაგანი სხეული ნახევრად კარგი და ნახევრად ცუდი იყო, - ახლა კაბალის სწავლის შედეგად სხეული განიწმინდება და მთლიანად კარგი ხდება. როდესაც ადამიანს მიშხა დე ხივიას სხეული გააჩნდა, ის იძულებული იყო, რომ მხოლოდ მისი გულის წადილიდან გამომდინარე ეფიქრა და ეაზროვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მისი აზრი მხოლოდ იმისაკენ იყო მიმართული, თუ როგორ აევსო კლიპას მიერ თავს მოხვეული სურვილები, და არ გააჩნდა მას არავითარი შესაძლებლობა მის გულს დაუფლებული სურვილების საწინააღმდეგო ეფიქრა ან განეზრახა. მისი გული კი მაშინ მიშხა დე ხივიას - ყველაზე უფრო უარეს კლიპას წარმოადგენდა.
ამიტომ თუმცა კაბალის შესწავლის მეშვეობით ადამიანი ლო ლიშმას (საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვას) აღწევს, ის მოითხოვს და ეხვეწება შემქმნელს, რომ დაეხმაროს მას, აკეთებს რა ყველაფერს, რაც ხელეწიფება და რისი ძალაც გააჩნია, და მოწყალებას ელოდება ზემოდან, რომ შემქმნელი დაეხმაროს მას ამ გზით ლიშმას (შემქმნელისათვის გაცემის განზრახვის) მიღწევაში. და ერთადერთი ჯილდო, რომელსაც ის შემქმნელისაგან თავისი შრომისათვის ითხოვს არის ის, რომ ღირსი გახდეს გაცემის განზრახვით შემქმნელს სიამოვნება მიანიჭოს. როგორც ბრძენთ უთქვამთ: „სინათლე, რომელიც მასშია, პირველსაწყისთან აბრუნებს“.
მაშინ მიშხა დე ხივიას სხეული განიწმინდება, ე.ი. ეს სხეული ჩამოცილდება ადამიანს, და ის სრულიად სხვა სტრუქტურის, წყობის - სამყარო ასიას ნეფეშის ღირსი ხდება. ასე უმატებს ადამიანი ძალისხმევას და წინ მიიწევს, სანამ არ მოიპოვებს ბინის ნეფეშის და რუახის და აგრეთვე აცილუთის ზეირ ანფინის და მალხუთის სტრუქტურას. და მაშინაც არ გააჩნია არავითარი შესაძლებლობა იფიქროს რაიმე სხვაზე გარდა იმისა, რასაც მას ახალი სულიერი წყობა ავალდებულებს. ე.ი. მას შესაძლებლობა არ აქვს იფიქროს რამეზე, რაც მის ახალ სტრუქტურას, ფორმას ეწინააღმდეგება, არამედ იძულებულია მხოლოდ შემქმნელზე გაცემის განზრახვით იფიქროს და იმოქმედოს - ისევე, როგორც მას წმინდა სულიერი წყობა ავალდებულებს.
ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანს არ შეუძლია გამოასწოროს საკუთარი აზრები. მას მხოლოდ გულის გამოსწორება შეუძლია ისე, რომ ის შემქმენლისაკენ იყოს მიმართული. მაშინ ყველა მისი აზრი თავისთავად მხოლოდ იმისაკენ იქნება მიმართული, თუ როგორ მიანიჭოს სიამოვნება შემქმენლს. და როდესაც ის საკუთარ გულს გამოასწორებს და მას სიწმინდის (გაცემის) გულად და სურვილად აქცევს, მაშინ გული გადაიქცევა ჭურჭლად (ქლი), რომელშიც უმაღლესი სინათლე დაიმკვიდრებს. და როდესაც ეს სინათლე გულს აღავსებს, ის ძლიერდება. ასე ყოველ ჯერზე ადამიანი ძალისხმევას ამატებს და წინ მიიწევს.
ამიტომ ნათქვამია, რომ „დიდებულია ის სწავლება, რომელსაც პრაქტიკულ ქმედებებამდე მიჰყავს ადამიანი“. ეს იმას ნიშნავს რომ თორის სინათლეს ადამიანი პრაქტიკულ ქმედებებამდე მიჰყავს. ე.ი. ეს სინათლე მას პირველსაწყისთან აბრუნებს და სწორედ ამას ეწოდება მოქმედება. გამოდის რომ თორის სინათლე მის გულში ახალ სტრუქტურას ქმნის და მისი წინანდელი სხეული, რომელიც მიშხა დე ხივიასგან გააჩნდა, ჩამოცილდება მას. მაშინ ადამიანი წმინდა სხეულის ღირსი ხდება, როდესაც კლიპათ ნოგა–დ წოდებული შინაგანი სხეული, რომელიც ნახევრად კარგი და ნახევრად ცუდი იყო, მთლიანად კარგი, კეთილი ხდება. მაშინ ადამიანში სინათლე ნარან–ი იმკვიდრებს, რომელიც მან თავისი ქმედებების წყალობით შეიძინა, თავისი ძალისხმევის გაზრდისა და წინსვლის გზით.
და მანამ, სანამ ადამიანი ახალ სტრუქტურას არ შეიძენს, როგორაც არ უნდა ცდილობდეს საკუთარი გულის განწმენდას, ის უცვლელი რჩება. და მაშინ ის „შემქმნელის ნების შემსრულებლად“ ითვლება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მუშაობა სწორედ „მისი ნების შესრულებით“ იწყება. თუმცა ეს სრულყოფილება არ არის, რამდენადაც ადამიანს ამ მდგომარეობაში არ შეუძლია საკუთარი აზრები გაწმინდოს, არ ძალუძს რა განთავისუფლდეს დანაშაულზე (ცოდვაზე) ფიქრებისაგან, მისი გული ხომ კლიპას სხეულისგანაა და მას მხოლოდ გულის წადილის თანახმად შეუძლია იფიქროს.
ადამიანს მხოლოდ თორის სინათლე აბრუნებს პირველსაწყისთან. და მაშინ გამყოფი სხეული ჩამოსცილდება მას, შინაგანი სხეული კი, კლიპათ ნოგა, რომელიც ნახევრად ცუდი იყო, მთლიანად კარგი, კეთილი ხდება. ამგვარად გამოდის რომ თორას (კაბალის მეთოდიკას) ქმედებამდე მივყავართ ჩვენში ახალი სტრუქტურის შექმნის გზით. სწორედ ამას ეწოდება მოქმედება.