<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ისესხეთ, მე კი დავფარავ

63. ისესხეთ, მე კი დავფარავ

გაგონილია შაბათის მიწურულს (1938 წ.)

ნათქვამია: „ისესხეთ, მე კი დავფარავ“. ზეცისა და მიწის შექმნის მიზანი შაბათის სინათლეა, რომელიც ქმნილებებში უნდა გამოვლინდეს. ეს მიზანი თორით, მცნებებით და კეთილი საქმეებით მიიღწევა. საბოლოო გამოსწორება (გმარ თიკუნ) ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სინათლე მთლიანად გაიხსნება ქვემოდან გამოღვიძების (ჰითარუთა დე-ლეთათა), ანუ თორისა და მცნებების შესრულების შემდეგ.

საბოლოო გამოსწორებამდეც არსებობს შაბათის მდგომარეობა, რომელსაც „თითქოს მომავალი სამყარო“ ეწოდება (მეეინ ოლამ ჰაბა), როდესაც შაბათის სინათლე, როგორც თითოეულში, ასევე საზოგადოდ ანათებს. შაბათის ეს სინათლე ირიბად, შემოვლით, ყოველგვარი წინასწარი ძალისხმევის გარეშე მოდის, ხოლო შემდეგ სულები აბრუნებენ თავის ვალს, ე.ი. დებენ იმ აუცილებელ  ძალისხმევას, რომელიც ადრე უნდა ჩაედოთ, მანამ სანამ ამ სინათლის ღირსი გახდებოდნენ. 

ამიტომ ნათქვამია: „ისესხეთ“ - მიიღეთ შაბათის სინათლე ირიბად, შემოვლით, სესხად, „მე კი დავფარავ“, როგორც იტყვიან: „ფარავს ქალის თავს“. ე.ი. შემქმნელი მზადაა გახსნას ეს სინათლე იმ პირობით, რომ ისრაელის ხალხი ისესხებს, ანუ მოიზიდავს მას, მიუხედავად იმისა, რომ ამის ღირსი ჯერ არ გამხდარა, მაგრამ ამ სახით, ირიბად, შემოვლით შეუძლია რომ მიიღოს.