62. ძირს ეშვება და წინააღმდეგ განაწყობს,
ზემოთ ადის და ბრალს სდებს
გაგონილია 19 ადარს (1948 წლის 29 თებერვალს)
„ძირს ეშვება და წინააღმდეგ განაწყობს, ზემოთ ადის და ბრალს სდებს“. ადამიანმა ყოველთვის უნდა შეამოწმოს თავისი თავი, თორას და შინაგან მუშაობას ის უფსკრულის სიღრმეში ხომ არ მიჰყავს. ადამიანის სიმაღლე ხომ მისი შემქმნელთან შერწყმის ზომით, ესე იგი შემქმნელის წინაშე თავისი „მე“- ს ანულირების მიხედვით იზომება, როდესაც ის საკუთარი თავისადმი სიყვარულს ანგარიშს არ უწევს და სურს თავისი „მე“ მთლიანად გააუქმოს. თუ ადამიანი ეგოისტური მიღების განზრახვით მუშაობს, მაშინ რამდენადაც უფრო მეტს მუშაობს, მით უფრო იზრდება ის საკუთარ თვალში, თავს მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ პიროვნებად გრძნობს და ამიტომ შემქმნელის წინაშე თავისი თავის გაუქმება უჭირს.
ხოლო როდესაც ადამიანი გაცემის განზრახვით მუშაობს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ანუ მისი სულის ფესვში არსებული მიღების ყველა სურვილის გამოსწორების შემდეგ მას სამყაროში აღარაფერი რჩება გასაკეთებელი. ამიტომ, ადამიანის მთელი ყურადღება და აზრი მხოლოდ ამ წერტილზე უნდა იყოს კონცენტრირებული.
ჭეშმარიტი გზით სვლის ნიშანია, როდესაც ადამიანს შეუძლია დაინახოს, იმყოფება თუ არა ის მგომარეობაში „ძირს ეშვება და წინააღმდეგ განაწყობს“. ანუ მთელი მისი მუშაობა დაცემის დროსაა, როდესაც ის ბოროტი საწყისის ხელში იმყოფება. მაშინ ის „ზემოთ ადის და ბრალს სდებს“, ანუ საკუთარ თავს ამაღლების მდგომარეობაში გრძნობს და სხვებს აკრიტიკებს, ადანაშაულებს.
მაგრამ მას, ვინც საკუთარი ბოროტებისაგან (საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვისაგან) განწმენდაზე მუშაობს, არ შეუძლია სხვებს დასდოს ბრალი, არამედ ბრალს ყოველთვის თავის თავს სდებს, სხვები კი მის თვალში, მის შეგრძნებაში მასზე უფრო მაღალ საფეხურზე დგანან.