<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / აცილუთი და ბია

79. აცილუთი და ბია

გაგონილია 15 თამუზს, პინხასის კვირის

პირველ დღეს (1943 წლის 18 ივლისს)

აცილუთი - პარცუფის ხაზე-დან ზემოთაა, ანუ მხოლოდ გაცემის ქელიმი- ჭურჭლები, სურვილებია. 

ბია (ბრია, იეცირა, ასია) - გაცემის განზრახვით მიღების საიდუმლოებაა.

მალხუთის ასვლა „ბინა“-ში:

რადგან ადამიანი მთლიანად თვითტკბობის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, მას არ შეუძლია გააკეთოს რაიმე მოქმედება, თუ მასში საკუთარი თავისათვის მიღება არაა გარეული.

ამიტომ უთქვამთ ბრძენთ: „ლო ლიშმადან ლიშმამდე მიდიან“ (საკუთარი თავისთვის მიღების განზრახვიდან შემქმნელზე გაცემის განზრახვამდე მიდიან). ე.ი. თორის შესწავლას მატერიალურ სამყაროში სარგებლის მიღების მიზნით იწყებენ, შემდეგ კი სულიერი სამყაროდან სარგებლის მისაღებადაც სწავლობენ. და თუ  ადამიანი ასე სწავლობს, მან ლიშმა–გაცემის განზრახვით, ანუ თორისათვის სწავლას უნდა მიაღწიოს. ე.ი. თორამ მას შემქმენლის გზები უნდა ასწავლოს. 

და უპირველეს ყოვლისა ის ვალდებულია „ბინა“–ს დახმარებით მალხუთის გამოსწორება გააკეთოს (რასაც „მალხუთის ბინა–თი დატკბობა“ ეწოდება). ე.ი. აიყვანოს მალხუთი, ანუ მიღების სურვილი „ბინა“–ში – გაცემის სურვილში, რათა მთელი მისი მუშაობა მხოლოდ გაცემის განზრახვით იყოს.

და მაშინ სიბნელე მოიცავს მას. ის გრძნობს, რომ მთელი სამყარო ჩამობნელდა მისთვის, იმიტომ რომ სხეული მას სამუშაო ძალას მხოლოდ მიღებისათვის აძლევს და არა გაცემისათვის.

ასეთ შემთხვევაში მას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ შეევედროს შემქმნელს, რომ მან თვალი აუხილოს და გაცემის განზრახვით მუშაობის საშუალება მისცეს. და ამაზე ნათქვამია: „მი შესთხოვს“. „მიბინას ეწოდება, ხოლო „შესთხოვს“ წარმოდგება გამოთქმიდან „შესთხოვენ წვიმის მოსვლას“, რაც ლოცვას ნიშნავს, და რადგან „მი ბინა“–ს მდგომარეობას აღწევს, მან ამაზე უნდა ილოცოს.