103. ვისაც გული უთქვამს
გაგონილია ბერეშითის შაბათ საღამოს (1942 წლის ოქტომბერი)
ნათქვამია: „ყველასგან ვისაც გული უთქვამს, აკრიბეთ შესაწირავი ჩემთვის“ (შმოთ, თრუმა), ხოლო „თვით შესაწირავი სიწმინდისაგან წარმოიშობა“. აქედან ჩანს, რომ ადამიანი სიწმინდის დახმარებით, საკუთარი თავის გამოსწორებით მიდის „შემოწირულობასთან“. ე.ი. თუ ადამიანი განწმენდს, გამოასწორებს საკუთარ თავს ნებადართულით, ამის მეშვეობით ის „შემოწირულობას“, ანუ წმინდა შხინას მიაღწევს, რომელსაც „ჩემი შემოწირულობა“ ეწოდება. და ამაზეა ნათქვამი: „ყველასგან ვისაც გული უთქვამს“. მთელი გული ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა შეძლო, რომ მთელი თავისი გული განეწყო ამისაკენ, მაშინ ის შემოწირულობის გაკეთების, ანუ წმინდა შხინასთან (შემქმნელთან) შერწყმის ღირსი ხდება.
ასევე ნათქვამია: „მისი ქორწილის დღეს, მისი გულის სიხარულის დღეს“. „მისი ქორწილი“ (ხათუნათო) ნიშნავს დაქვემდებარებულობას, ანუ სიმდაბლეს (ნახუთ დარგა). თუ ადამიანი თანახმაა, რომ სიმდაბლეში იმუშაოს შემქმნელისათვის და ამასთან ერთად მოხარული იყოს, ეს მნიშვნელოვანი საფეხურია. მაშინ მას წმინდა შხინის სასიძო– „ხათანი“ ეწოდება.