<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / თუ შენ ერთი დღით დამტოვებ, მე ორი დღით დაგტოვებ

108. თუ შენ ერთი დღით დამტოვებ,

მე ორი დღით დაგტოვებ

გაგონილია იერუსალიმში 1943 წელს

ყოველი ადამიანი დაშორებულია შემქმნელს იმით, რომ მიღება სურს. 

მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ ილტვის და არა სულიერებისაკენ, ითვლება, რომ ის შემქმნელისაგან ერთი დღითაა დაშორებული. ე.ი. მანძილი მათ შორის ერთი დღე, ერთი თვისებაა, – ის რომ ის ამქვეყნიურ სიამოვნებათა მიღების სურვილშია ჩაფლული.

 როდესაც ადამიანი თავის თავს შემქმნელს უახლოვებს, ე.ი. როდესაც ის თავის ამქვეყნიურ მიღების სურვილს აუქმებს, მას შემქმნელის ახლობელი ეწოდება. ხოლო თუ შემდეგ ის ტყდება და თავის სულიერ დონეს კარგავს, მოისურვებს რა მომავალი სამყაროს სიამოვნების ეგოისტურ მიღებას, ის შემქმნელისაგან დაშორებულად ითვლება, რადგან მომავალი სამყაროს სიამოვნების მიღებაც სურს და ამასთანავე ამქვეყნიური სიამოვნების მიღების სურვილშიდაც ეცემა. გამოდის, რომ ახლა ის შემქმნელისაგან უკვე ორი დღითაა დაცილებული:

  1. ამქვეყნიურ სიამოვნებათა მიღების სურვილით, რომელშიდაც ისევ ჩაეფლო. 

  2. სულიერი, მომავალი სამყაროს სიამოვნებათა მიღების სურვილით. ის მის მიერ შესრულებული სულიერი სამუშაოს სანაცვლოდ ავალდებულებს შემქმნელს, რომ გასამრჯელო გადაუხადოს თორისა და მცნებების შესრულებაში ჩადებული ძალისხმევისთვის.

გამოდის, რომ თავდაპირველად ადამიანმა ერთი დღე იარა და შემქმნელისათვის მუშაობას მიუახლოვდა, შემდეგ კი ორი დღე უკან იარა. ე.ი. ორი სახის მიღების საჭიროება გაუჩნდა: 

  1. ამქვეყნიური მიღების.

  2. მომავალი სამყაროს მიღების.

ამიტომ გამოდის, რომ მან პირიქით, საპირისპირო მიმართულებით იარა.

და აქ ერთადერთი გამოსავალია მუდამ თორის, ანუ გაცემის გზით იარო. აქ შემდეგი წესრიგი უნდა იყოს: თავდაპირველად საჭიროა გავუფრთხილდეთ ორ ძირითად საფუძველს:

  1. მცნებათა მოქმედებების შესრულება. 

  2. მცნების შესრულებისაგან სიამოვნების მიღება. ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მის მიერ მცნებების შესრულება შემქმნელს სიამოვნებას ანიჭებს.

მაშასადამე, ადამიანი ვალდებულია, რომ მცნებები მოქმედებაში შეასრულოს და აგრეთვე სწამდეს, რომ ქმნილებათა მიერ მცნებების შესრულება შემქმნელს სიამოვნებას ანიჭებს და მნიშვნელობა არ აქვს ეს მცნება დიდია თუ მცირე. ე.ი. შემქმნელს სიამოვნებას ანიჭებს მისთვის გაკეთებული ნებისმიერი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო მოქმედებაც კი. 

შემდეგ კი ადამიანმა უნდა შეამოწმოს თავისი მოქმედების შედეგი და მთავარი ისაა, იღებს თუ არა ის სიამოვნებას იმის გამო, რომ შემქმნელს ანიჭებს სიამოვნებას. აქ აქცენტი ადამიანის მუშაობაზე კეთდება, რაზეც ნათქვამია: „იმუშავეთ შემქმნელისათვის სიხარულში“. სწორედ ეს უნდა იყოს მისი გასამრჯელო, რომ სიამოვნება მიიღოს იმით, რომ შემქმნელის გახარება შეძლოს. 

ამიტომ ნათქვამია თორაში: „გერი კი, რომელიც შენშია, სულ უფრო და უფრო მაღლდება შენზე“... „ის გასესხებს, შენ კი არ დაუბრუნო).“

გერი (პროზელიტი–არაებრაელი, რომელიც ებრაელებთან ცხოვრობს და ნოეს შვიდ მცნებას იცავს, ან იუდაიზმს იღებს) ეწოდება მიღების ეგოისტურ სურვილს. შემქმნელისათვის მუშაობის დაწყების შემდეგ მიღების სურვილს გერი ეწოდება, ხოლო მანამდე მას აბსოლუტური გოი (არაებრაელი) ჰქვია. (გოი საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილია, რომლითაც ადამიანი ამ სამყაროში იბადება და არსებობს მანამ, სანამ გერი არ გახდება).

„ის გსესხულობს“ - ნიშნავს, რომ ეგოიზმი აძლევს ადამიანს ძალებს სულიერი მუშაობისათვის, მაგრამ ამას ვალის, სესხის სახით იძლევა. თუ ადამიანი ერთი დღე მუშაობს თორასა და მცნებებში, მიუხედავად იმისა, რომ ეგოიზმი მყისვე არ იღებს ჯილდოს, მას სჯერავს, რომ მოგვიანებით მიიღებს მის მიერ გაწეული მთელი შრომის საზღაურს. ამიტომ სამუშაო დღის ბოლოს ის ადამიანთან მიდის და ვალის დაბრუნებას ითხოვს. ის მოითხოვს საზღაურს იმ ძალისათვის, რომელიც ადამიანს თორისა და მცნებების შესასრულებლად მისცა, მაგრამ ადამიანი უარს ეუბნება გადახდაზე. მაშინ გერი ყვირილს იწყებს: „ეს რა სამუშაოა საზღაურის გარეშე!?“. ამიტომ ამის შემდეგ გერს უკვე აღარ სურს, რომ ისრაელს ძალა მისცეს სულიერი მუშაობისათვის.

„შენ კი არ დაუბრუნო“ - თუ შენ საზრდოს აძლევ გერს და სულიერი მუშაობისათვის ძალის სათხოვნელად მიმართავ, ის გპასუხობს, რომ არაფერი მართებს შენი, რომ ვალდებული არაა გადაგიხადოს საკვებისათვის, მან ხომ უკვე მოგცა ძალა მუშაობისათვის. მოგცა იმ პირობით, რომ მის მიერ მოცემული ძალით იმას იყიდიდი, რასაც ის ისურვებდა. ამიტომ ის, რასაც ადამიანი ახლა ეგოიზმს სთავაზობს, წარსული პირობის თანახმადაა, ახლა კი ის ისევ მიდის გერთან და ანგარიშის გასწორების ნაცვლად ისევ ძალებს სთხოვს (რათა ხელახლა შეიძინოს ის, რაც მიღების სურვილს სურს). 

მაშინ მიღების სურვილი უფრო ჭკვიანი, ფრთხილი ხდება, ჭკუას ხმარობს და წინასწარ აკეთებს გათვლას, თუ რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის ადამიანის ესა თუ ის მოქმედება. ხანდახან ის ამბობს, რომ მცირედით კმაყოფილდება, რომ მისთვის საკმარისია ის, რაც გააჩნია და ამიტომ არ სურს, რომ ადამიანს ძალები მისცეს სულიერი მუშაობისათვის. ზოგჯერ კი ეუბნება ადამიანს, რომ გზა, რომლითაც ის მიდის სახიფათოა, და რომ ის იქნებ ტყუილუბრალოდ ხარჯავს თავის ძალებს. ან კიდევ ეუბნება, რომ მისი ძალისხმევა ჯილდოზე ბევრად უფრო დიდია და ამიტომ მზად არაა, რომ ადამიანს მისცეს ძალები სულიერი მუშაობისათვის.

და როდესაც ადამიანს სურს მიიღოს მისი მიღების სურვილისაგან ძალები შემქმნელის გზით, გაცემის განზრახვით სვლისათვის, რომ ყველა მისი მოქმედება შემქმნელის სადიდებლად იყოს მიმართული, მაშინ სხეული ეუბნება მას: „და მე რას მივიღებ ამისაგან?“. ე.ი. ის ცნობილ პრეტენზიებს აყენებს: „ვინ? და რა?“, მსგავსად ფარაონის სიტყვებისა: „ვინაა შემქმნელი, რომ მისი ხმა შევისმინო?“ ან მსგავსად ცოდვილის პრეტენზიისა: „რას გაძლევთ თქვენ ეს სამუშაო?“.

ეს კი იმიტომ, რომ ადამიანის ეგოისტურ სურვილს სავსებით სამართლიანი პრეტენზიები გააჩნია, რადგან ასეთი იყო მისი პირობა. და ამას ჰქვია, რომ თუ ადამიანი შემქმნელის ხმას არ შეისმენს, ანუ მის ნებას არ შეასრულებს, მიღების სურვილი მას პრეტენზიებს წაუყენებს, რადგან მის დადებულ პირობებს არ ასრულებს.

ხოლო „როდესაც შეისმენ შემქმნელის ხმას“, ე.ი. მყისვე შესვლის* დასაწყისში ადამიანმა უნდა უთხრას თავის სხეულს (მიღების სურვილს): „იცოდე, რომ მე მსურს შემქმნელისათვის მუშაობა დავიწყო და ჩემი განზრახვა მხოლოდ გაცემაა და არა მიღება. ნურაფრის მიღების იმედი ნუ გექნება შენი ძალისხმევის სანაცვლოდ. ყველაფერი გაცემას მოხმარდება.“ (*შესვლა მუდმივი პროცესია, რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი სულიერ დაცემას განიცდის, ის ვალდებულია, რომ თავიდან დაიწყოს სულიერი ამაღლება. ამიტომ ეწოდება ამას შესვლა. თავისთავად ბევრი შესვლები და გამოსვლები არსებობს).

და თუ სხეული სვამს კითხვას: „რა სარგებელს მიიღებ ამ სამუშაოსაგან?“, ე.ი. „ვინ იღებს ამ მუშაობის ნაყოფს, რომელშიდაც ამდენ ძალასა და გარჯას ვდებ?“, ან კიდევ უფრო უბრალოდ კითხულობს: „ვისთვის ვასრულებ ასეთ მძიმე სამუშაოს?“, მაშინ აუცილებელია უპასუხო, რომ შენ გაგაჩნია ბრძენთა რწმენა, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უბრალო, ცოდნაზე ამაღლებული რწმენა იმისა, რომ ასეთია შემქმნელის ნება, რომ მან გვიბრძანა თორისა და მცნებების შესრულება. ადამიანს აგრეთვე უნდა სჯეროდეს, რომ მის მიერ თორისა და მცნებების ცოდნაზე ამაღლებული რწმენით შესრულება შემქმნელს სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ უნდა უხაროდეს, რომ თავისი მუშაობით სიამოვნებას ანიჭებს შემქმნელს.

გამოდის, რომ 4 პირობა არსებობს:

  1. გააჩნდეს ბრძენების რწმენა, რომ მათ მიერ ნათქვამი ჭეშმარტებაა.

  2. სჯეროდეს, რომ შემქმნელმა გვიბრძანა თორისა და მცნებების მხოლოდ გონებაზე ამაღლებული რწმენით შესრულება.

  3. რომ შემქმნელს უხარია, რომ ქმნილებები თორასა და მცნებებს რწმენის საფუძველზე ასრულებენ.

  4. ადამიანმა სიხარული და სიამოვნება უნდა განიცადოს იმის გამო, რომ შემქმნელისათვის სიხარულის მინიჭების ღირსი გახდა. მისი მუშაობის სიდიდე და მნიშვნელოვნება იმ სიხარულის ზომით განისაზღვრება, რომელსაც ადამიანი მუშაობისას განიცდის, ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწამს მას ზემოთ მოხსენიებული პირობების.

აქედან გამომდინარეობს, რომ როდესაც ადამიანი შემქმნელის ხმას შეისმენს, ე.ი. მის სიტყვას შეასრულებს, მაშინ ყველა ის ძალა, რომელსაც ის სხეულისაგან ღებულობს, არ ითვლება სესხად, რომელიც უკან უნდა დააბრუნოს, როგორც იმ შემთხვევაში თუ შემქმნელის ხმას არ შეისმენს. და თუ სხეული ეკითხება: რატომ უნდა მოგცე მე ძალები სულიერი მუშაობისათვის, როდესაც ამის სანაცვლოდ შენ არაფერს მპირდები? ადამიანმა უნდა უპასუხოს მას: იმიტომ რომ სწორედ ამისთვის ხარ შექმნილი, და მე რას შემიძლია გავხდე, თუ სძულხარ შემქმნელს, როგორც წმინდა ზოჰარში წერია, რომ „შემქმნელს სძულს სხეულები“.

მეტიც, ის რაც წიგნ ზოჰარშია ნათქვამი, რომ შემქმნელს სხეულები სძულს, აქ შემქმნელისათვის მომუშავეთა სხეულები (მიღების ეგოისტური სურვილები) იგულისხმება, რადგან მათ უნდათ, რომ მარადიულად მიიღონ, რადგან სულიერი, მარადიული სიმდიდრის, ჯილდოს მიღებაც სურთ.

ამაზეა ნათქვამი „ის გასესხებს, შენ კი არ დაუბრუნო“. ე.ი. არაფერი არ უნდა დაუბრუნო სხეულს მის მიერ სულიერი მუშაობისათვის მოცემული ენერგიის სანაცვლოდ.

მაგრამ თუ მაინც დაუბრუნებ მას და რაიმე სიამოვნებას მისცემ, ამას სესხის სახე უნდა ჰქონდეს და სხეული ვალდებული უნდა იყოს, ამის სანაცვლოდ მოგცეს ძალა სულიერი მუშაობისათვის. უფასოდ კი მას ეს სიამოვნება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე.

სხეული კი ვალდებულია გამუდმებით და სრულიად უფასოდ გაძლიოს ენერგია. შენ კი არ დააჯილდოვო ის და გამუდმებით მოითხოვე მისგან რომ უზრუნველგყოს ძალებით სულიერი მუშაობისათვის, რამეთუ „მევალე ვალის გამცემის მონაა“. და ის ყოველთვის მონა იქნება, შენ კი – ბატონი.