<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მოსწავლე, რომელიც საიდუმლოდ სწავლობდა

119. მოსწავლე, რომელიც საიდუმლოდ სწავლობდა

გაგონილია 5 თიშრეის თვეს (1942 წლის 16 სექტემბერი)

გმარა მოგვითხრობს: „იყო ერთი მოსწავლე, რომელიც საიდუმლოდ სწავლობდა. დაარტყა მას ბრურიამ და უთხრა:  „მისი კავშირი შენთან  მოწესრიგებული უნდა იყოს ყველაფერში!“. თუ მოწესრიგებულია  რამახში (248 სულიერი ორგანო), - მაშინ განხორციელდება“.

„საიდუმლოდ“ (ხაშაი) სწავლა პატარა მდგომარეობაში (კატნუთში) ყოფნას ნიშნავს და წარმოდგება  სიტყვისაგან „ხაშ-მალ“. „ხაშ“ - ნიშნავს წინა მხარის, გაცემის ქელიმს - სურვილებს, ხოლო „მალ“ - უკანა მხრის, მიღების ქელიმს წარმოადგენს. ეს ხაზე-ზე დაბლა არსებული ჭურჭლებია და ისინი გადლუთს – დიდ მდგომარეობას იწვევენ.

მოსწავლეს ეგონა, რომ თუ „ხაშ“-ს, ე.ი. გაცემის სურვილს დაიმსახურებდა და მისი განზრახვა მთლიანად გაცემისაკენ იქნებოდა მიმართული, მაშინ ის სრულყოფილებას მიაღწევდა. მაგრამ სამყაროების შექმნის მიზანი ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭება იყო, რომ ადამიანს ყველა უმაღლესი სიამოვნება მიეღო და მთელი თავისი სიმაღლისათვის მიეღწია, ხაზე –ზე დაბლაც კი, ანუ სულის ყველა 248 (რამახ) ნაწილში

ამიტომ შეახსენა მას ბრურიამ (ბრურია წარმოდგება სიტყვისაგან  „ბირურ“–გარკვევა) წინასწარმეტყველთა  გამონათქვამი: „ყველაფერში მოწესრიგებულია კავშირი“ ანუ ყველა 248 მიღების სურვილში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა მოიზიდოს სინათლე ხაზეს ქვემოთაც და გადლუთს – დიდ მდგომარეობას მიაღწიოს.

და ამას ეწოდება „მალ“ ანუ  „მეტყველება“,  რომელიც ნიშნავს  გახსნას, რომლის დროსაც მისი დონის მთელი სიმაღლე გამოვლინდება. მაგრამ ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ჯერ კატნუთს – მცირე მდგომარეობას მიაღწიოს, რასაც „ხაშ“ ეწოდება და ის დაფარულია, ანუ ჯერ არ არის გამოვლენილი. შემდეგ,  მან, აგრეთვე, უნდა გაარკვიოს ნაწილი „მალ“-იც, რომელიც გადლუთს – დიდ მდგომარეობას მიეკუთვნება. მაშინ ის მთელი თავისი სიმაღლით გამოვლინდება.

 

ამიტომაა ნათქვამი  „მოწესრიგებული და დაცული“,  ანუ თუ უკვე მიაღწია კატნუთს – მცირე მდგომარეობას, რომელიც მის დაცვას უზრუნველყოფს, უკვე შეუძლია სინათლე მიღების ქელიმში მოიზიდოს, გადლუთს – დიდ მდგომარეობას მიაღწიოს და არაფერს შეუშინდეს.