<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მსგავსი იყო სავაჭრო გემების

121. მსგავსი იყო სავაჭრო გემების 

ნათქვამია: „მსგავსი იყო სავაჭრო გემების, შორიდან მოჰქონდა თავისი პური." (მიშლეი). იმ დროს, როცა ადამიანი ამტკიცებს: „მთლიანად ჩემია“, ითხოვს რა, რომ მისი ყველა სურვილი შემქმნელისათვის იყოს მიძღვნილი, მაშინ ბოროტი საწყისი (სიტრა ახრა) იღვიძებს მის წინააღმდეგ და აგრეთვე მოითხოვს: „მთლიანად ჩემია!“

და მაშინ იწყება ვაჭრობა. ვაჭრობა ნიშნავს, რომ ადამიანს რაიმეს ყიდვა უნდა და გამყიდველს ფასზე ეკამათება. ე.ი. ყოველი მათგანი ამტკიცებს, რომ სიმართლე მის მხარესაა. სხეული კი თვალს ადევნებს, ვის ღირს, რომ ყური დაუგდოს:  მიღების თუ გაცემის ძალას, ისინი ხომ ორივე განაცხადებენ: „მთლიანად ჩემია!“ და ხედავს ადამიანი თავის სიმდაბლეს, უბადრუკობას, რამეთუ მასში არიან ნაპერწკლები, რომლებიც თორისა და მცნებების იოტისოდენ შესრულებასაც კი არ ეთანხმებიან, და მთელი მისი სხეული ამტკიცებს: „მთლიანად ჩემია!“  

და მაშინ მას  „შორიდან მოაქვს თავისი პური“, ანუ დაშორებებიდან. როცა ადამიანი ხედავს, თუ რამდენად დაშორებულია შემქმნელისაგან, ნანობს და სთხოვს შემქმნელს, რომ დაიახლოვოს ის და ამის წყალობით „მოაქვს თავისი პური“. „პური“ რწმენის საიდუმლოებას წარმოადგენს. მაშასადამე ადამიანი მუდმივი რწმენის ღირსი ხდება, რადგან „შემქმნელმა გააკეთა ისე, რომ თროლდნენ მის წინაშე“. ანუ ყველა ეს მდგომარეობა, რომელშიც ის შემქმნელისაგან  დაშორებას განიცდიდა, შემქმნელის მიერ იყო გამოგზავნილი იმისათვის, რათა ადამიანს ზეცის წინაშე თრთოლის საჭიროება შეეგრძნო.

და ამაშია ნათქვამის აზრი: „არა პურითა ერთითა იცოცხლებს ადამიანი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვით“. ეს ნიშნავს, რომ წმინდა სასიცოცხლო ძალას ადამიანი არამარტო შემქმნელთან დაახლოებით და  სულიერებაში შესვლით იღებს, არამედ იქიდან გამოსვლის ანუ შემქმნელისაგან დაშორების წყალობითაც. უწმინდური ძალა აღწევს, იმოსება ადამიანის სხეულში და სამართლიანად მოითხოვს: „მთლიანად ჩემია!“ ასეთ მდგომარეობებზე გამკლავების შედეგად ადამიანი ურყევი, მუდმივი რწმენის ღირსი ხდება.

ე.ი. ადამიანმა ყველაფერი შემქმნელს უნდა მიაკუთვნოს. ანუ სულიერებიდან გამოსვლის მდგომარეობებიც შემქმნელისაგან მომდინარეობს. და როდესაც (რწმენის) ღირსი ხდება, ხედავს, რომ გამოსვლებიც (დაშორებები) და შესვლებიც (დაახლოებებიც) - ყველაფერი შემქმნელისაგან იყო. 

და ამიტომ ის ვალდებულია თავმდაბალი იყოს, რადგან ხედავს, რომ ყველაფერს – გამოსვლებსაც და შესვლებსაც, მხოლოდ შემქმნელი აკეთებს. ამ მიზეზით არის ნათქვამი მოსეს შესახებ, რომ  ის მოკრძალებული და მომთმენი იყო, რადგან ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი სიმდაბლის მოთმენა, ატანა. ანუ ყოველ საფეხურზე მან უნდა დაიჭიროს, შეინარჩუნოს თავისი სიდაბლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მიატოვებს მას, მყისვე კარგავს „მოსეს“ ყველა საფეხურს, რომელიც უკვე შეიძინა და ეს (ახსნა) საკმარისია მისთვის, ვისაც ესმის…

ეს მოითხოვს მოთმინებას, რადგან სიმდაბლე, უბადრუკობა ყველაში არსებობს, მაგრამ ყველა როდი გრძნობს, რომ ეს კარგი რამაა და ამიტომ ვერ ურიგდება ამას. მაშინ, როცა ჩვენი მამამთავარი მოსე (მოშე რაბენუ) ურიგდებოდა თავმდაბლობას. ამიტომ უწოდებდნენ მას თავმდაბალს ანუ ის თავისი სიმდაბლით ხარობდა.

და არსებობს კანონი:  „იქ სადაც სიხარული არ არის, შეუძლებელია შხინამ დაიმკვიდროს (შხინა – შემქმნელის სუფევა, დამკვიდრება)“. ამიტომ განწმენდის პერიოდში შეუძლებელია შხინის სუფევა. თუმცა განწმენდა აუცილებელია. (მსგავსად საპირფარეშოსი, სადაც ადამიანი იძულებულია შევიდეს, თუმცა იცის რომ ეს სამეფო სასახლე არ არის).

და ამაშია აზრი სიტყვების „დალოცვა“  (ბრახა) და „პირმშოობა“ (ბეხორა), რომლებიც ერთიდაიგივე ასობგერებისაგან შედგება.  „პირმშოობა“ გარ-ს ნიშნავს. უწმინდურ ძალას სურს სინათლე გარ-ი, მაგრამ დალოცვის გარეშე. დალოცვა ხომ სინათლე მოხინ–ის სამოსია. და ესავს თავისი პირმშოობა  სამოსის გარეშე სურდა, ხოლო სინათლე მოხინის მიღება სამოსის გარეშე აკრძალულია. ამიტომ უთხრა ესავმა მამას: „ნუთუ ჩემთვის არცერთი კურთხევა არ შეინახე? „არცერთი კურთხევა“ დალოცვის საპირისპიროს, ანუ წყევლას ნიშნავს. რაზედაც ნათქვამია: „და უყვარდა მას წყევლა - და მოვიდა მასზე და არ სურდა კურთხევა“.