<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მავნებელი წარღვნაში იმალებოდა

104. მავნებელი წარღვნაში იმალებოდა

გაგონილია ბერეშითის შაბათ საღამოს (1942 წლის ოქტომბერი)

ზოჰარში (თავი  ნოე)  ნათქვამია,  რომ „იყო წარღვნა და მის შიგნით მავნებელი იმალებოდა“. და სვამს კითხვას: „მაგრამ თვით წარღვნა ხომ მავნებელი და მკვლელია ყოველივე ცოცხალისა, მაშ რას ნიშნავს, რომ მასში მავნებელი იმალება? რითი განსხვავდება წარღვნა მავნებლისგან?

და უპასუხა: წარღვნა - ხორციელი, მატერიალური ტანჯვაა, რომლის შიგნით კიდევ ერთი მავნებელი იმალება, რომელიც სულიერების საწინააღმდეგოდ იბრძვის და  ვნებს. ე.ი. ხორციელ ტანჯვებს ადამიანი მიჰყავთ სულიერებისათვის უცხო, მის საწინააღმდეგო აზრებამდე, იმდენად, რომ ეს უცხო აზრები ვნებენ და მთლიანად კლავენ ადამიანში სულიერებას.