90. ზოჰარ ბერეშითში
გაგონილია 17 ადარს (1948 წლის 28 მარტს)
ზოჰარში, ბერეშითში, 165–ე გვერდზე წერია თორის საიდუმლოებებზე: „მმართველთ მცველები დაუყენეს მაღლიდან და ცეცხლოვანი მახვილის ელვა აღიმართა ყველა ჯარზე და ბანაკზე... და იქედან გამოვიდნენ სხვადასხვა სახის წარმონაქმნები რამდენიმე საფეხურზე.“ (ზოჰარ, ვაეცე)
ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მუშაობისას მარცხენა ხაზი ვლინდება და საჭიროა მისი მარჯვენა ხაზით დატკბობა (შემსუბუქება), ეს სამ ადგილას ხდება:
1. მათ ფესვში - ავ“ი –ში (ავ“ი – აბა ვე-იმა – სიტყვასიტყვით დედა და მამა);
2. მალხუთში;
3. შემქმენლის ანგელოზებში.
ავ“ი–ში ამას ეწოდება „მმართველთა მცველები“, ხოლო მალხუთში – „ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი“. ხოლო ანგელოზებში ამას ეწოდება: „და იქედან გამოვიდნენ სხვადასხვა სახის წარმონაქმნები რამდენიმე საფეხურზე“.