107. ორი ანგელოზი
გაგონილია თეცავეს კვირაში (1943 წლის თებერვალი), იერუსალიმში
შაბათის საღამოს (შაბათი პარასკევ საღამოს შემოდის და ამ დროს შაბათის საღამო ეწოდება), ღვინიანი ჭიქით შაბათის კურთხევის წინ, მღერიან: „მოდით მშვიდობით, მშვიდობის ანგელოზებო, ანგელოზებო მაღლიდან, მეფეთა მეფისაგან, შემქმნელისაგან, კურთხეული იყოს ის ... წადით მშვიდობით, მშვიდობის ანგელოზებო, მეფეთა მეფისაგან, შემქმნელისაგან, კურთხეული იყოს ის“.
ორი ანგელოზი აცილებს ადამიანს შაბათის საღამოს: კეთილი და ბოროტი. კეთილ ანგელოზს „მარჯვენა“ ეწოდება. მისი მეშვეობით ადამიანი შემქმნელისათვის მუშაობას უახლოვდება და ამას ეწოდება „მარჯვენა ხელი აახლოებს“. ბოროტ ანგელოზს „მარცხენა“ ეწოდება და ის აცილებს ადამიანს შემქმნელისაგან, შთააგონებს რა მას უცხო, გარეშე აზრებს, როგორც გონებაში, ასევე გულში. ხოლო როდესაც ადამიანი უმკლავდება ბოროტებას და შემქმნელს უახლოვდება, ე.ი. როდესაც ის ყოველ ჯერზე წინ მიიწევს, ძლევს ბოროტებას და შემქმნელს ერწყმება, გამოდის, რომ ის ამას ორივე ანგელოზის დახმარებით აკეთებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ორივე ერთ მოვალეობას ასრულებენ - ადამიანი შემქმნელთან შერწყმამდე მიჰყავთ. და მაშინ ადამიანი ამბობს: „მოდით მშვიდობით“.
როდესაც ადამიანი მთელს თავის სამუშაოს ასრულებს, ე.ი. მთელი მისი მარცხენა მხარე სიწმინდეში შეჰყავს, როგორც ნათქვამია: „შენ ვერსად დაგემალები“, მაშინ ბოროტ ანგელოზს უკვე არავითარი საქმე არ რჩება, რადგან ადამიანმა ბოროტი ანგელოზის მიერ გამოგზავნილი ყველა სირთულე და დაბრკოლება გადალახა. და მაშინ ბოროტი ანგელოზი უსაქმურად რჩება და ადამიანი ეუბნება მას: „წადით მშვიდობით“.