115. არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური,
მოლაპარაკე
გაგონილია 1940 წელს იერუსალიმში
არაცოცხალი: მას არ გააჩნია დამოუკიდებლობა, ის არ განაგებს საკუთარ თავს, არამედ მთლიანად პატრონზეა დამოკიდებული და ვალდებულია მისი ყველა წადილი და სურვილი შეასრულოს. და რამდენადაც შემქმნელმა ქმნილება თავისი დიდებისათვის შექმნა, როგორც ნათქვამია: „ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისათვის გავაჩინე“ (ესაია 43:7), ე.ი. რადგან მან ქმნილება საკუთარი საჭიროებისათვის შექმნა, შემქმნელის, როგორც პატრონის ბუნება აღიბეჭდა ქმნილებაში. ამიტომ არც ერთ ქმნილებას არ შეუძლია იმუშაოს მოყვასისათვის, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისათვის.
მცენარეული: მასში უკვე ჩანს დამოუკიდებელი სურვილის ჩანასახი, რომ უკვე შეუძლია მოიქცეს პატრონის ნების საპირისპიროდ, ე.ი. შეუძლია გააკეთოს რაღაც არა საკუთარი თავისათვის, არამედ გაცემის განზრახვით, ეს კი უკვე ეწინააღმდეგება პატრონის სურვილს, რომელმაც ქმნილებაში საკუთარი თავისათვის მიღების სურვილი ჩადო.
ამისდა მიუხედავად მიწიერ მცენარეებში ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სიმაღლესა და სიგანეში ზრდა, გავრცელება შეუძლიათ, ყველა მათგანს ერთი საერთო თავისებურება გააჩნია - არც ერთ მათგანს არ შეუძლია მცენარეთა ბუნების წინააღმდეგ წავიდეს. ისინი ვალდებული არიან დაიცვან საერთო კანონი და მათ წინააღმდეგ მოქმედების არავითარი ძალა არ გააჩნიათ. ე.ი. მცენარეებს დამოუკიდებელი ცხოვრება არ აქვთ, არამედ მთლიანად ყველა მცენარის სიცოცხლის ნაწილს წარმოადგენენ. მათ ცხოვრების საერთო ფორმა აქვთ. ისინი თითქოსდა ერთ არსებას, ერთ ქმნილებას წარმოადგენენ, ხოლო ცალკეული მცენარეები ამ არსების ორგანოებს ჰგვანან.
ასევეა სულიერებაშიც: ის ვისაც ეგოიზმთან ბრძოლის თუნდაც მცირე ძალა უკვე გააჩნია, მაგრამ გარემოცვის მონობაში იმყოფება, გარემოცვის წინააღმდეგ მოქმედების ძალა არ აქვს. თუმცა ძალა იმისა, რომ საკუთარი სიამოვნების მიღების სურვილის წინააღმდეგ წავიდეს, უკვე გააჩნია. ე.ი. უკვე გაცემის სურვილით მოქმედებს.
ცხოველური: ყველა ცხოველს თავისი თავისებურება აქვს და ის გარემოცვის მონობაში არ იმყოფება. თითოეულ მათგანს თავისი შეგრძნება და თავისებურება გააჩნია. და რა თქმა უნდა, მას გარკვეულწილად შეუძლია პატრონის სურვილის წინააღმდეგ მოქმედება, ე.ი. გარემოცვისაგან დამოუკიდებლად, გაცემის განზრახვით მუშაობა შეუძლია. მას სხვების ცხოვრებისაგან დამოუკიდებელი თავისი პირადი ცხოვრება გააჩნია.
მაგრამ ცხოველს უნარი არ აქვს თავისი თავის გარდა ვინმე სხვა შეიგრძნოს და ამიტომ არ შეუძლია მოყვასზე ზრუნვა.
მოლაპარაკე: ის ასეთ უპირატესობებს ფლობს:
-
შეუძლია პატრონის სურვილის საპირისპიროდ მოიქცეს.
-
არ არის დამოკიდებული მის მსგავსებზე, გარემოცვაზე, როგორც მცენარე.
-
გააჩნია მოყვასის შეგრძნება და ამიტომ მასზე ზრუნვა და მისი შევსება შეუძლია, იტანჯება რა საზოგადოების ტანჯვით და ხარობს რა საზოგადოების სიხარულით. მას წარსულისა და მომავლის შეგრძნება გააჩნია, განსხვავებით ცხოველისაგან, რომელსაც მხოლოდ აწმყოს და საკუთარი თავის შეგრძნება აქვს.