<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მცნებანი არ საჭიროებენ განზრახვას

116. მცნებანი არ საჭიროებენ განზრახვას

„მცნებანი არ საჭიროებენ განზრახვას“ და „მათი შესრულებისათვის არ არსებობს ჯილდო ამქვეყნად“. რაც შეეხება განზრახვას, რომელიც მცნების აზრსა და გემოს წარმოადგენს, სინამდვილეში სწორედ ისაა მცნების გასამრჯელო. რადგან თუ ადამიანი მცნების აზრსა და გემოს იგემებს, ამაზე უფრო დიდი საჩუქარი უკვე აღარ სჭირდება. ამიტომ, თუ მცნებები განზრახვას არ საჭიროებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, არც ჯილდო არსებობს მათთვის ამქვეყნად, ისინი ხომ ყოველგვარ აზრსა და გემოს არიან მოკლებული.

  გამოდის, რომ თუ ადამიანი იმყოფება მდგომარეობაში, როდესაც არანაირი განზრახვა არ გააჩნია, ის ამ მცნების შესრულებისათვის არავითარ ჯილდოს არ ღებულობს, მცნების საზღაური ხომ მისივე გონი და გემოა. და თუ მას ეს არ აქვს, მაშინ, რაღა თქმა უნდა, არც ჯილდო აქვს მცნებების შესრულებისათვის ამქვეყნად.