120. რატომ არ ჭამენ ნიგოზს ახალ წელს
გაგონილია როშ-ჰაშანას დღესასწაულის
დასასრულს (1942 წელი), იერუსალიმში
ახალ წელს არ ჭამენ ნიგოზს. ამ ჩვეულების აზრი იმაშია, რომ სიტყვა ნიგოზის ჰემატრია (რიცხვითი მნიშვნელობა) სიტყვა „ცოდვის“ ჰემატრიის ტოლია. და ისმის კითხვა: სიტყვა „ნიგოზი“ ხომ თავისი რიცხვითი მნიშვნელობით სიტყვა „სიკეთესაც“ ემთხვევა?
ბაალ სულამი გვიხსნის, რომ „ნიგოზი“ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის სიმბოლოა და სანამ ადამიანი სიყვარულით არ დაბრუნდება (თშუვაზე დაბრუნება) შემქმნელთან, მანამდე მისთვის ნიგოზი „ცოდვას“ წარმოადგენს. ხოლო როდესაც ის შემქმნელთან სიყვარულით დაბრუნების ღირსი ხდება, მისი ბოროტმოქმედებები დამსახურებებად გადაიქცევა. გამოდის, რომ ცოდვა მისთვის სიკეთედ იქცევა. და მაშინ უკვე ნებართული აქვს ნიგოზის ჭამა.
ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა ვჭამოთ ისეთი საჭმელი, რომელშიც ცოდვის არავითარი ნიშანი არ არსებობს და რომელიც სიცოცხლის ხეზე მიგვანიშნებს. ხოლო ის, რაც თავის თავში ცოდვის ჰემატრიას შეიცავს, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეზე მიგვანიშნებს.