<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ამონასუნთქი, ხმა, მეტყველება

111. ამონასუნთქი, ხმა, მეტყველება

გაგონილია 23 სივანს (1943 წლის 2 ივლისს) იერუსალიმში

სულიერებაში არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა „ამონასუნთქი“, „ხმა“, „მეტყველება“, ასევე „ყინული“ და „საშინელი“. 

„ამონასუნთქი“ - ეკრანიდან არეკლილი, დაბრუნებული სინათლეა. ეკრანი შემზღუდავი ძალაა (რომელიც ხელს უშლის ქმნილებას მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე მას შემქმნელზე გაცემის მდგომარეობაში შეუძლია მიიღოს). და მანამ, სანამ არ მიაღწევს მდგომარეობას როდესაც „თავის სიბრიყვეს ისევ აღარ დაუბრუნდება“, მას „ჰეველ“–ამონასუნთქი ეწოდება, ხოლო როდესაც მთლიან ზომას აღწევს, ამ შეზღუდვას, ე.ი. ეკრანს არეკლილი სინათლით „ხმა“ ეწოდება.

„ხმა“ წარმოადგენს გაფრთხილებას, რომ ადამიანმა თორის კანონები არ დაარღვიოს. ხოლო თუ დაარღვევს, მყისვე დაკარგავს თორის გემოს. ამიტომ, როდესაც მას ნათლად ესმის, რომ სულიერი კანონების დარღვევის შემთხვევაში სულიერების გემოს, მასთან კავშირს დაკარგავს, ის იცავს ამ შეზღუდვას. 

და მაშინ ის მიდის მდგომარეობამდე „მეტყველება“, რაც მალხუთს აღნიშნავს, როდესაც შესაძლებელი ხდება შემქმნელისა და შხინის კავშირი, შერწყმა (ზივუგ). მაშინ სინათლე ხოხმას ნათებაც ძირს ვრცელდება.

ცნობილია, რომ არსებობს ორი საფეხური:

1. გაცემა გაცემის განზრახვით, ყოველგვარი მიღების გარეშე

2. მიღება გაცემის განზრახვით

როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მიაღწია საფეხურს, როდესაც შეუძლია გაცემის განზრახვით მიიღოს, რისთვისღა სჭირდება მას მონობა, რაც გაცემის განზრახვით გაცემას ნიშნავს? შემქმნელი ხომ უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც ადამიანი გაცემის განზრახვით იღებს, რადგან სიბრძნის სინათლე – ორ ხოხმა მიღების სურვილში ეშვება, რაც შექმნის მიზანს წარმოადგენს. ამიტომ ადამიანი ხედავს, რომ აზრი არა აქვს გაცემის განზრახვით გაცემის საფეხურზე, მოწყალების სინათლეში (ორ ხასადიმ–ში) დარჩეს, რომელსაც ქმნილების გამოსწორების სინათლე ეწოდება. 

მაშინ ის მყისვე კარგავს თორის გემოს შეგრძნებას და შიშველი, უქონელი რჩება, რამეთუ სინათლე ხასადიმი ხოხმის სინათლის სამოსელს წარმოადგენს და თუ მას სამოსელი არ გააჩნია, სინათლე ხოხმაც რომ ჰქონდეს, მისი შემოსვა არ შეუძლია.

და მაშინ ის მიდის მდგომარეობამდე, რომელსაც „საშინელი ყინული“ ეწოდება, რადგან პარცუფი აბას (პარცუფ ხოხმას) იესოდში არის სინათლე ხოხმა, მაგრამ არ არის სინათლე ხასადიმი (რომელიც მოსავს სინათლე ხოხმას). ამიტომ პარცუფი აბას იესოდს ეწოდება „ვიწრო“ – სინათლე ხასადიმის უკმარისობის გამო, მაგრამ „გრძელი“ – იმის გამო, რომ გააჩნია სინათლე ხოხმა, რომელიც ყინვაა. (სინათლე ხოხმას შეუძლია ანათოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სინათლე ხასადიმშია შემოსილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სინათლე ხოხმა ცივდება და ყინულად იქცევა.) მსგავსად გაყინული წყლისა - თუმცა წყალი არის (სინათლე ხასადიმს „წყალი“ ეწოდება), მაგრამ ის ქვემოთ არ ვრცელდება და ყინვად იქცევა.

პარცუფი იმა–ს (დედას) იესოდს, პარცუფ ბინას, ეწოდება „საშინელი“, რადგან მოკლეა სინათლე ხოხმის უკმარისობის გამო (ციმცუმ ბეთ–ის–მეორე შეკვეცის შედეგად) და ფართო იმის გამო რომ სინათლე ხასადიმი გააჩნია.

ამიტომ სწორედ ორივეს – იესოდ-დე-აბას და იესოდ-დე-იმას მეშვეობითაა შესაძლებელი სინათლე ხოხმის გავრცელება სინათლე ხასადიმში. იესოდ-დე-აბას მეშვეობით ვრცელდება სინათლე ხოხმა, ხოლო იესოდ-დე-იმას მეშვეობით – სინათლე ხასადიმი