94. გაუფრთხილდით თქვენს სულებს
გაგონილია 1945 წელს
ნათქვამია: „გაუფრთხილდით თქვენს სულებს“, სადაც მთავარი ის არის, რომ ჩვენს სულიერ სულს გავუფრთხილდეთ, ხოლო მატერიალურ, ცხოველურ სულს ადამიანი თორის მითითების გარეშეც უფრთხილდება. მცნება იმაში მჟღავნდება, რომ ადამიანი მას მითითების გამო ასრულებს, ხოლო მითითება რომ არა, ის ამას არ გააკეთებდა. ამ მოქმედებას კი ის მხოლოდ მცნების გამო ასრულებს.
ამიტომ, როდესაც ადამიანი მცნებას ასრულებს, მან უნდა შეამოწმოს, შეასრულებდა თუ არა ის იგივე მოქმედებას ეს მცნება რომ არ ყოფილიყო.
მაშინ მან გულმოდგინედ უნდა შეამოწმოს და იპოვოს იქ ისეთი რამ, რაზედაც იტყოდა, რომ ამას მხოლოდ მცნების გამო ასრულებს. ასეთ შემთხვევაში მცნების სინათლეს შეუძლია, რომ მისი მოქმედება გაანათოს. ე.ი. მცნების შესრულებასთან ერთად ის ქმნის ქლის–ჭურჭელს, რომელშიდაც უმაღლეს სინათლეს შეუძლია დამკვიდრება. ამიტომ ადამიანის ძირითადი საზრუნავი ისაა, რომ სულიერ სულს გაუფრთხილდეს.