71. მალულად, წყვდიადში იტირებს სული ჩემი - 2
გაგონილია 5 სივანს (1943 წლის 8 ივნისს)
„მალულად, წყვდიადში იტირებს სული ჩემი თქვენი ამპარტავნების გამო“, ისრაელის ხალხის დიდგულობის გამო. მაგრამ განა შეიძლება შემქმნელის წინაშე ტირილი? აკი ნათქვამია შემქმნელზე: „ძალა და სიხარულია მასში“. რა არის „ტირილი“–ს სულიერი მნიშვნელობა?
ტირილს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავს დაეხმაროს. მაშინ ადამიანი ტირის, რათა მას ვინმემ უშველოს. ხოლო მალულად, წყვდიადში ტირილი იმ დაფარვასა და წინააღმდეგობებს აღნიშნავს, რომელიც ადამიანის წინაშე ამქვეყნად ვლინდება.
სწორედ ამაშია ნათქვამის აზრი: „მალულად, წყვდიადში იტირებს სული ჩემი“. იმიტომ, რომ „ყველაფერი ზეცის ხელშია, შემქმნელის წინაშე თრთოლის გარდა“.
ამიტომ ნათქვამია: „გოდება დგას შიდა სახლებში“, – რაც ნიშნავს, რომ როდესაც სინათლე ქლის მხოლოდ შინაგან ნაწილს აღავსებს და გარეთ არ ვლინდება, რადგან ქმნილებებს არ გააჩნიათ მიღებისათვის შესაფერისი ქელიმი–ჭურჭლები, მაშინ გოდება დგას.
ხოლო „გარე სახლებში“, როდესაც სინათლეს შეუძლია გარეთ გამოვლინდეს და ქმნილებების წინაშე გაიხსნას, მაშინ „ძალა და სიხარულია მასში“. ხოლო როდესაც მას არ შეუძლია ქმნილებებზე გასცეს, მაშინ ამ მდგომარეობას „გოდება“ ეწოდება, იმიტომ რომ ქმნილებათა ქლის საჭიროებს.