49. მთავარი გონება და გულია
გაგონილია ვაერას კვირის მე-5 დღეს (6 ნოემბერს 1952 წ.)
გონებაზე მუშაობა აუცილებელია რწმენაზე მუშაობის მსგავსად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა რწმენაზე მუშაობისას დაუდევრობა გამოიჩინა, ის ვარდება მდგომარეობაში, როდესაც მხოლოდ ცოდნა სურს. და ეს შხინის წინააღმდეგი უწმინდური ძალა – კლიპაა. ამიტომ სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ გავძლიერდეთ გონების მუდმივ განახლებაში.
ასევე გულზე მუშაობაშიც: როდესაც ადამიანი დაუდევრობასა და სიზარმაცეს ამჩნევს თავის თავს, მაშინ უნდა გააძლიეროს გულთან დაკავშირებული მუშაობა და საპირისპირო მოქმედებები გააკეთოს. ე.ი. შეზღუდვები დააკისროს თავის სხეულს, რაც მის სიამოვნების მიღების სურვილს ეწინააღმდეგება.
გონებასა და გულთან მუშაობისას გამოჩენილ დაუდევრობებს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ გონების წინააღმდეგ არსებობს ბოროტი კლიპა, რომელსაც ძალუძს ადამიანი სასოწარკვეთამდე მიიყვანოს და მუშაობის პირველსაწყის საფუძვლებში დააეჭვოს. ამიტომ მან საპირისპირო მოქმედებები უნდა გააკეთოს, ე.ი. განაახლოს თავისი გონება, წარსული მოინანიოს, აღიაროს წარსული შეცდომები და თავის თავზე მოვალეობა აიღოს მომავალში.
ამისათვის აუცილებელი საშუალებები ადამიანს შეუძლია არაცოცხალი საფეხურიდან მიიღოს. ადამიანის რწმენით აღვსება მუდმივი და მარადიული მდგომარეობაა და ამიტომ მას ყოველთვის შეუძლია, რომ ის საზომად გამოიყენოს: სუფთაა მისი მუშაობა თუ არა. შხინა ხომ ადამიანს მხოლოდ მაშინ ტოვებს და უჩინარდება, როდესაც რაღაც ნაკლია გონებაში ან გულში.