27. რას ნიშნავს „დიადია შემქმნელი და უბადრუკი იხილავს მას“ – 1
გაგონილია თრუმას შაბათს (1949 წლის 5 მარტს) თელ-ავივში
„დიადია შემქმნელი და უბადრუკი იხილავს მას“ (ფსალმუნი 138). როგორ შეიძლება, რომ შემქმნელთან თვისებათა მსგავსება არსებობდეს, როდესაც ადამიანი იღებს, ხოლო შემქმნელი გასცემს? ამაზე თქმულა: „დიადია შემქმნელი და უბადრუკი იხილავს მას“. თუ ადამიანი საკუთარ თავს აუქმებს, მაშინ მასში არ არსებობს არავითარი ძალა, რომელიც მას შემქმნელისაგან დააშორებდა. მაშინ ის (შემქმნელს) დაინახავს, ანუ მოხინ დე ხოხმას (სიბრძნის სინათლის) ღირსი გახდება.
„მაგრამ ამაყი და ქედმაღალი შორსაა შემქმნელისაგან“. ის, ვინც ამაყია, ე.ი. ის ვინც საკუთარი თავის მმართველობაში რჩება, შორდება შემქმნელს თვისებათა მსგავსების უქონლობის გამო.
უბადრუკობა იმას არ ჰქვია, რომ ადამიანი თავის თავს სხვების წინაშე ამცირებს. ეს თავმდაბლობაა და ამ მუშაობაში ადამიანი სრულყოფილებას გრძნობს. ხოლო უბადრუკობა იმას ეწოდება, რომ ადამიანს გარშემომყოფები ამცირებენ. და სწორედ მაშინ ითვლება ეს უბადრუკობად, როდესაც მას ადამიანები ამცირებენ. ასეთ შემთხვევაში ის არანაირ სრულყოფილებას არ გრძნობს.
რადგან ეს კანონია - საზოგადოების აზრი გავლენას ახდენს ადამიანზე. ამიტომ ის, ვისაც ხალხი პატივს სცემს, საკუთარ თავს სრულყოფილად გრძნობს, ხოლო ის ვისაც ამცირებენ, - თავს უბადრუკად მიიჩნევს.