<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / გონება და გული

44. გონება და გული

 გაგონილია 10 ტევეთს (1928 წლის 3 იანვარს)

 

ადამიანმა მუდმივად უნდა შეამოწმოს საკუთარი რწმენა, და ნახოს, არის თუ არა მასში ძრწოლა და სიყვარული, როგორც ნათქვამია: „თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?“. და ამას ეწოდება „მოხა“ (არამეულად „ტვინი“), გონებაში მუშაობა.

მაგრამ ასევე აუცილებელია თვალი ადევნოს, რომ საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭების არავითარი სურვილი არ გააჩნდეს, და აზრადაც კი არ მოუვიდეს თავისი თავისათვის რაიმეს სურვება, არამედ ყველა მისი სურვილი მხოლოდ შემქმნელისათვის სიამოვნების მისანიჭებლად უნდა იყოს მიმართული. და ამას ეწოდება „ლიბა“ (არამეულად „გული“), გულში მუშაობა, რაზეც თქმულა: „გულმოწყალე შემქმნელი გულს მოითხოვს“.