<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რა არის მცირე და დიდი რწმენა

41. რა არის მცირე და დიდი რწმენა

 

გაგონილია საღამოს. ფესახის დღესასწაულის პირველი 

დღის დასასრულს (1945 წლის 29 მარტი)

 

თქმულა: „და ირწმუნეს შემქმნელის და მისი მონის, მოსესი“. ფესახის სინათლეებს ძალა შესწევთ, რომ ადამიანს რწმენის სინათლე მისცენ. მაგრამ არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ რწმენის სინათლე უმნიშვნელო რამაა, რამეთუ სინათლის მნიშვნელოვნება, სიდიდე თუ უმნიშვნელობა, სიმცირე მხოლოდ მიმღების აღქმაზეა დამოკიდებული. რადგან, როდესაც ადამიანი სწორ გზაზე არ მუშაობს, მას ეჩვენება, რომ იმდენად დიდი რწმენა გააჩნია, რომ შეუძლია ის ბევრ სხვა ადამიანს გაუყოს და მაშინ ისინიც მასსავით მოშიში და სრულყოფილი იქნებიან.

 

მაგრამ ის, ვისაც სურს ჭეშმარიტი გზით ემსახუროს შემქმნელს, გამუდმებით ამოწმებს საკუთარ თავს, ნამდვილად შეუძლია თუ არა „მთელი გულით“, თავდადებული, ერთგული მუშაობა. მაშინ ის ხედავს, რომ მას ყოველთვის რწმენა აკლია, ე.ი. ყოველთვის პოულობს ნაკლოვანებებს საკუთარ რწმენაში. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს რწმენა გააჩნია, მას შეუძლია იგრძნოს, რომ გამუდმებით შემქმნელის წინაშე იმყოფება. და როდესაც ადამიანი შემქმნელის სიდიადეს გრძნობს, მაშინ მას შეუძლია სიყვარული ორივე მხრიდან: კარგი მხრიდანაც და მკაცრი სამართლის მხრიდანაც გახსნას. 

ამიტომ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს, რწმენის სინათლე სჭირდება. და როდესაც ასეთ ადამიანს რაიმე ესმის, ან რაიმე შესაძლებლობა უჩნდება იმისა, რომ რწმენის სინათლე შეიძინოს, მას ისე უხარია, თითქოს რაღაც დიდი განძი ეპოვოს.

ამიტომ ის, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, შეუძლია მისი ღირსი ფესახის დღესასწაულზე გახდეს, როდესაც რწმენის სინათლე იხსნება და კვირის წასაკითხ თავში კითხულობენ: „და ირწმუნეს შემქმნელის და მისი მონის, მოსესი“.